
კრუასანი ძეხვით და ყველით
მასალა:
ხაჭო
200გრ.
კარქი
200გრ.
კვერცხი
2ც.
პურის
ფქვილი
2–2,5 ჭიქა
ცოტა
მარილი.
შიგთავსი:
ძეხვი
100გრ.
ყველი
100.გრ.
არაჟანი
და მწვანილი (ქინძი ან კამა) და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხაჭო
ავთქვიფოთ
დავამატოთ
დარბილებული
კარაქი, კვერცხი, მარილი კარგად ავურიოთ, შემდეგ ნელ–ნელა დავამტოთ ფქვილი რბილი ცომის მიღებამდე. შიგთავსისთვის ძეხვი დავჭრათ პატარა კუბიკებად,დავამატოთ გახეხილი ყველი, მარილი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, მოვასხათ არაჯანი და კარგად ავურიოთ. მომზადებული ცომი გავყოთ 3 ნაწილად. ერთი ნაწილი შევინახოთ საყინულეში, ხოლო დარჩენილი 2 სათითაოდ გავაბრტყელოთ მრგვალა ფქვილმოყრილ მაგიდაზე 3–4 მმ სისქეზე. თითოეული ცომის რგოლი დავჭრათ დანით 8 ნაჭრად (გამოდის სამკუთხედის მაგვარი ნაჭრები). დაჭრლი ნაჭრების კიდეზე მოვათავსოთ შიგთავსი და გადავხვიოთ. (ისე როგორც კრუასანებს ვახვევთ). მომზადებული კრუასანები მოვათავსო გამოსაცხობ ფორმაზე და ვაცხოთ 20 წუთი 200* ტემპერატურაზე.
|