მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » კოწახური
21:49
კოწახური


კოწახური

 

კოწახური მიეკუთვნება Berberidaceae-ის ოჯახს. იგი ბუჩქოვანი მცენარეა. მისი ყლორტები სწორმდგომია, მრავალრიცხოვანი, დატოტიანებული. კოწახურის სიმაღლე 1,5-3 მ-ია. ასაკოვანი ღეროების ქერქი რუხია, ახალგაზრდა ღეროები მურა-მოყვითალოა ან მოყვითალო-რუხი. ყლორტებზე მრავლადაა 3 სმ-მდე სიგრძის ეკლები. ეს ეკლები მაგარია, სამ ან ხუთგანყოფილებიანი, იშვიათად მარტივი. ფოთლების სიგრძე 3-6 სმ-ია, სიგანე 2-3სმ; ფოთლის ფორმა უკუკვერცხისებური, მოგრძო-უკუკვერცხისებური, ელიფსური ან მომრგვალოა, ოდნავ ტყავისებური, მკაფიოდ გამოხატული ძარღვების ქსელით. ფოთლის ნაპირები წვრილხერხკბილაა. ყვავილედი 3-6 სმ სიგრძის მტევნებია. ყვავილები ყვითელი ფერისაა. ნაყოფი კენკრისებურია, წვნიანი. ნაყოფის სიგრძე 9-12 მმ-ია, მეწამულიდან მუქ-წითელ შეფერილობამდე. ნაყოფი ზოგჯერ დაფარულია მკრთალი ცვილისებური ნაფიფქით. თესლები მოგრძოა, მუქი-ყავისფერი, ოდნავ გაბრტყელებული. კოწახურის მიწისქვეშა ნაწილი წარმოადგენს ღეროს მსხვილ ფუძეს, საიდანაც გამოდის წვრილი ჰორიზონტალური ფესურები; აგრეთვე, მძლავრად განვითარებული მთავარი ფესვი და გვერდითი ფესვები. კოწახურის გვერდითი ფესვები აღწევს 10-30 სმ-ს. ფესურაზე მრავალრიცხოვანი კვირტებია, რომლებიც მცენარის ვეგეტატიური გამრავლებისათვის ძალზედ ხელსაყრელია. კოწახური ყვავის აპრილ-მაისში. ნაყოფი მწიფდება ივლის-მაისში. ნაყოფი მწიფდება ივლისის ბოლოდან სექტემბრის ბოლომდე. კოწახური იზრდება ქვიან ადგილებზე ბუჩქოვანთა შორის; იგი გავრცელებულია ზღვის დონიდან 1000მ-მდე; გავრცელებულია მთელ ევროპაში, ჩრდილოეთ სკანდინავიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში. ჩვენში გვხვდება მთის შუა სარტყლამდე, ტყის პირებზე, მდინარის ნაპირებზე, რიყეზე თითქმის ყველა რაიონში, ჯავახეთისა და მესხეთის გარდა. კოწახურის სახეობა Berberis iberica Stev et Fisch. 1977 წლიდან ითვლება იმ სახეობების შორის, რომლებიც ისპობიან. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ კოწახურის კულტივირება საქართველოში არ წარმოებდა თუმცა მისი გამოყენება ხდებოდა და სამწუხაროდ დღესაც ხდება ბუნებაში ეკოლოგიური ნორმების დაცვის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე მასივში ნედლეულის დამზადება მიზანშეწონილია 10 წელიწადში ერთხელ, რათა მოხდეს მცენარის თვითაღდგენა. ამასთან ფესვების შეგროვებისას ყოველ 10 მ2-ფართობზე ერთი ბუჩქი ხელუხლებელი უნდა დარჩეს. კარგი იქნება თუ ამოთხრილი ეგზემპლარის ადგილას 10-15 სმ სიგრძის ფესვიან ყლორტს დარგავთ. ეს დააჩქარებს მასივის თვითაღდგენას. კოწახურის ყველა ორგანო შეიცავს ალკალოიდებს. ფესვების ქერქიდან და ფოთლებიდან გამოყოფილია ალკალოიდები ბერბერინი, ბერბერუბინი, კოლუმბამინი, ასევე პალმატინი, იატრორიზინი; ბერბამინს, იზოტეტრანდრინს და ოქსიაკანთინს აქვთ ბისბენზილ-იზოქინოლინური სტრუქტურა; მაგნოფლორინს გააჩნია აპორფინული სტრუქტურა; განსხვავებული სტრუქტურა გააჩნია ბერვულცინსა და ვულრაცინს. კოწახური შეიცავს ასევე ორგანულ მჟავებს: ვაშლის, ღვინის და ლიმონმჟავას, ასევე C ვიტამინს და კაროტინოიდებს. კოწახური კარგად ვითარდება ქვიან ადგილებში, მთებში, აგრეთვე მდინარეებსა და ნაკადულების გაყოლებაზე. კოწახურის გამრავლება შესაძლებელია ვეგეტატიურად მიწისზედა ყლორტების ჩაფესვიანების ხერხით. ვეგეტატიურად გამრავლება ძალზე ხელსაყრელია მასივის გაზრდისა და კულტურაში შემოტანის მიზნით. გამრავლება შესაძლებელია დათესვით და ვეგეტატიურად. დათესვა უმჯობესია შემოდგომით, ახალ შეგროვილი თესლით. საგაზაფხულო თესვისათვის გამოიყენება სტრატიფიცირებული თესლები. კოწახურის ფესვების შეგროვება შესაძლებელია მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. დამზადებისას თავდაპირველად ბუჩქს მოაშორებენ მთლიანად მიწისზედა ყლორტებს და შემოუბარავენ 0,5მ რადიუსზე 0,5-0,6მ სიღრმეზე. შემდეგ ფესვების ზედა ნაწილს ხელით მოაშორებენ ნიადაგს და მასზე თოკს ამაგრებენ, რომელიც მანქანის ძალის გამოყენებით ამოგლეჯს ფესვთა სისტემას. ნედლეულის შეგროვებისას გულმოდგინეთ უფრთხილდებიან წვრილ ფესვებსა და ქერქს, რადგანაც მათი დანაკარგი მნიშვნელოვნად ამცირებს ნედლეულში ბერბერინის შემცველობას. კოწახურის ფესვებს დაფერთხავენ მიწას და მოაშორებენ სხვა მინარევებს, ასევე გაშავებულ და დამპალ ნაწილებს. არ არის მიღებული ფესვების წყალზე გარეცხვა, ვინაიდან ბერბერინი წყალში კარგად იხსნება და გარეცხვით მოსალოდნელია მისი დაკარგვა. 6სმ-ზე სქელ ფესვებსა და ფესვის გვერდით ნაწილებს ჩაჭრიან სიგრძეზე. ჩაჭრისას ქერქის დანაკარგი რომ არ მოხდეს, ქვემოთ უფენენ ბრეზენტს ან ტომარას. ნედლეულს აშრობენ კარგი ვენტილაციის პირობებში 40-500ჩ ტემპერატურაზე, დროდადრო ურევენ. კოწახურის ნედლეულს წარმოადგენენ მერქნიანი ფესვების ცილინდრული, სწორი ან მოხრილი ნაჭრები, რომელთა სიგრძე 2 სმ-დან 20სმ-მდეა, სისქე 6სმ. ფესვები ჭრილში უხეშბოჭკოვანია. ფესვის ფერი გარედან რუხი-მურაა ან მურა, ჭრილში ლიმონისფერ-ყვითელი. ნედლეულს აქვს სუსტი, თავისებური სუნი; გემო მომწაროა. კოწახურს ფართოდ იყენებენ ხალხურ მედიცინაში გულის დაავადებების დროს, ასევე C - ავიტამინოზის დროს. უძველეს ქართულ ხელნაწერებში არის მინიშნება კოწახურის სამედიცინო პრაქტიკაში გამოყენების შესახებ. კოწახურისაგან ფარმაცევტული მრეწველობა უშვებს სხვადასხვა პრეპარატებს, რომლებიც ნაჩვენებია ჰეპატიტის, ჰეპატოქოლეცისტიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადებების დროს. ბერბერინის შემცველი პრეპარატები უპირატესად გამოიყენება ნაღვლისა და სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპერტონული ფორმის დროს. კოწახურის ნაყენს ღებულობენ სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ატონიური სისხლდენის შემთხვევაში, რომელსაც ადგილი აქვს მშობიარობის შემდგომ პერიოდში და საშვილოსნოს სუბინვოლუციის დროს, ანთებითი პროცესებით გამოწვეული სისხლდენის დროს და სხვა.

წყარო: medgeo.net

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 3009 | დაამატა: natia | ტეგები: კოწახური | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: