მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » კონიაკი
16:31
კონიაკი


კონიაკი

 

კონიაკს საკმაოდ დიდი ხნის და ბურუსით მოცული ისტორია აქვს. ყურძნის წარმოების დაწყება ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნესთან არის დაკავშირებული. თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე რომაელებმა ვენახის გაშენება დაიწყეს. მოგვიანებით, მესამე საუკუნის ბოლოს, რომის იმპერატორმა პრობუსმა მეღვინეობით დაკავებისათვის უფლებები გააფართოვა. მე-12 საუკუნეში, ჰაიენის ჰერცოგის გილიომ X-ისა (Guillaume X) და გრაფ პუატიეს წყალობით, ლა როშელის ირგვლივ, დიდი ვენახი გაჩნდა, რომელსაც პუატუს ვენახი უწოდეს. შემდგომ საუკუნეში ამ ყურძნისგან ღვინოს აყენებდნენ, რომელიც არამარტო საფრანგეთში, არამედ სხვა ქვეყნებშიც იყიდებოდა. ნავების ერთ-ერთი სადგური, რომელიც მდინარე შარანტის აუზში მდებარეობდა, თავისი ვენახების ხარისხითა და სიძველით ყველასგან გამოირჩეოდა. ამ სადგურს კონიაკი ერქვა. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ჰოლანდიური გემები ამ ტერიტორიაზე ცნობილი ღვინოების-შამპანისა და ბორდერისთვის შედიოდნენ. ასე იქცა საფრანგეთი ევროპაში ღვინის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად. ადგილობრივი ყურძნისგან იმდენი ღვინის წარმოება დაიწყეს, რომ მისი შეგროვება გართულდა. სასმელის ხარისხი დაეცა. დაბალალკოჰოლური და მჟავე სასმელი ზღვით ხანგრძლივ გადატანას ვერ უძლებდა. ამასთან, სასმელის კასრებით გადატანა შრომატევადი და ეკონომიურად წამგებიანი საქმე გახდა. 1641 წელს მაგიდის თეთრ ღვინოზე გადასახადის რაოდენობა გაიზარდა. ასეთი სასმელი შარანტის დეპარტამენტის მეღვინეებს ინგლისში, შვედეთსა და ნორვეგიაში გაჰქონდათ. იმისთვის, რომ მომატებული გადასახადი არ დაეფარათ, გადაწყვიტეს პროდუქციის მოცულობა ღვინის "გადარეკვით" შეემცირებინათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ გზით მიღებული სასმელი მოგვიანებით, წყლით გაზავდებოდა და ჩვეულებრივი ღვინო იქნებოდა. თუმცა, მიღებულმა სითხემ, რომელიც ღვინოს ნამდვილად არ ჰგავდა, თვით მწარმოებლების მოწონება დაიმსახურა. როგორც მიხვდით, ეს სასმელი კონიაკი იყო. კონიაკი განსაკუთრებულად პოპულარული მაშინ გახდა, როცა ლუდოვიკო XIV-მ გასინჯა და შეაფასა იგი. სამეფო კარზე სასმელს სანახევროდ წყლით გაზავებულს და მცირე დოზით შეექცეოდნენ. 1701 წელს, საფრანგეთსა და ინგლისს შორის, ესპანეთის მემკვიდრეობის თაობაზე, ომი გაჩაღდა. საფრანგეთი ინგლისის ფლოტის მიერ ბლოკირებული იყო, რამაც ინგლისში კონიაკის სპირტის ტრანსპორტირებას ხელი შეუშალა. სასმელის დიდი ნაწილი მუხის კასრებში ინახებოდა და როდესაც ის გასინჯეს, განსხვავება იოლად აღმოაჩინეს. მიხვდნენ, რომ სასმელის მუხის კასრებში დაძველების შემდეგ, მისი ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდებოდა-მცირდებოდა მისი სიმაგრე, არომატი უფრო მდიდარი იყო და ფერი და გემო იცვლებოდა. კონიაკის შექმნის პრიორიტეტი რომ დაემტკიცებინათ, 1909 წლის 1 იანვარს, საფრანგეთში სპეციალური დეკრეტი მიიღეს. მისი შესაბამისობით, დადგენილ იქნა იმ ტერიტორიის საზღვრები, რომლის პროდუქციასაც ყურძნის ბრენდის სახით, აქვს უფლება კონიაკად იწოდებოდეს. არსებული კანონმდებლობის მიხედვით, მაგარი სპირტიანი სასმელები, რომელიც ღვინის დისტილაციის გზით მიიღება, მაგრამ საფრანგეთის სხვა რაიონებში მზადდება (და არა იქ, რომელიც დეკრეტით დადგინდა), არ შეიძლება კონიაკად იწოდებოდეს. სხვადასხვა ქვეყანაში კონიაკის ტიპის სასმელს არმანიაკი, ბრენდი და ა.შ. ჰქვია.


კონიაკის დაძველება


კონიაკის წარმოების ტექნოლოგია რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში გაუმჯობესდა და უფრო სრულყოფილი გახდა. თეთრი ყურძნის შერჩეული სახეობები (უნი ბლანი, კოლომპარი, ფოლ-ბლანში, სენტ-ემილიონი), რომელიც ოქტომბერში იკრიფება, სპეციალური მეთოდით იწურება. მიღებული წვენის დუღილი დაახლოებით, 3-4 კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. შედეგად, ახალგაზრდა, მშრალი ღვინო ბლან-დე-ბლანი (Blanc de Blanc) მიიღება. კონიაკის წარმოებაში ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ეტაპი-ე.წ. გადარეკვა. ის მოსავლის აღების შემდგომ წელს, აუცილებლად, 31 მარტამდე ხდება. როგორც პირველი, ისე მეორე გადარეკვა სპეციალური აპარატის მეშვეობით ხორციელდება, რომელსაც alambic charentais ჰქვია. ტრადიციისამებრ, ის სპილენძისგან მზადდება, რადგან ის ღვინის მჟავას უძლებს. 9 ლიტრი ღვინის გადარეკვა დაახლოებით, 1 ლიტრ კონიაკის სპირტს გვაძლევს. საწყის დისტილანტს-tetes და ბოლოს, რომელსაც guenes ჰქვია, ასხამენ, რადგან ის ბევრ არასახარბიელო ნივთიერებას შეიცავს.
მეორე გადარეკვა განსაკუთრებულ დაკვირვებასა და ყურადღებას მოითხოვს. მას bonne chaaffe ჰქვია. სპირტი 12 საათის განმავლობაში ნელა გადაირეკება. ისევე, როგორც პირველი დისტილაციის შემთხვევაში, რჩება მხოლოდ ერთი "გული". სითხე, რომლის სიმაგრეც 69-დან 72 გრადუსამდე მერყეობს, შემდგომში დაძველდება. შემდგომი ეტაპი კონიაკის დაძველებაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება. სასმელი 350 ლიტრიან მუხის კასრებში, 3-დან 5 წლამდე და ზემოთ, ძველდება. მასალა, რომლისგანაც კასრია დამზადებული, არანაკლებ მნიშვნელოვანია. კონიაკის შენახვის ვადა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე და ის შეიძლება 100 წელს აღწევდეს.
მსოფლიოში კონიაკის უმსხვილესი მწარმოებლები [რედაქტირება]
"ჰენნესი" (Henessy), "მარტელი" (Martell), "რემი მარტენი" (Remy Martin) და "კურვუაზიე" (Courvoisier), რომლებიც კონიაკის წარმოების 70%-ს იკავებენ.

წყარო: ka.wikipedia.org

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1346 | დაამატა: natia | ტეგები: კონიაკი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: