კომში (ბია)
ჩვეულებრივი
კომში
(Cydonia oblonGa). მრავალწლოვანი
მცენარის გვარი ვარდყვავილოვანთა
ოჯახისა. კომშის საშუალო ქიმიური შემადგენლობა:წყალი-80,10%, შაქარი-10,32%, აზოტური ნივთიერებანი-0,41%, უხსნადი ნივთიერებანი-15,43%, ვაშლის მჟავა-0,27%, მთრიმლავი ნივთიერებანი--0,03%,
უჯრედისები-2,58%,
ნაცარი-0,35%.კომში შეიცავს C ვიტამინს 10-20 მგ 100 გრამ ნაყოფზე. კომშის გარსი შეიცავს ლორწოს და მთრიმლავ ნივთიერებებს,გული-ზეთს 15 %,ცილოვან ნივთიერებას ,ფერმენტ ემულსინს და გლუკოზის ემიგდალინს.ხალხურ მედიცინაში კომშს იყენებდნენ ფაღარათის წინააღმდეგ და შარდსადენად.კომშს ფართე გამოყენება ქონდა ყველა დროში უმთავრესად კიჭნაწლავის ტრაქტის დაავადებათა დროს. კომში ერთ-ერთი ბუნებრივი პოლივიტამინია. ამ მხრივ ის არ ჩამოუვარდება ვაშლსა და მსხალს. კომში მდიდარია A, C,
B, P ვიტამინებით,
აზოტოვანი
ნივთიერებებით,
ორგანული მჟავებით, შაქრით. გარდა ამისა, კომშში უხვად არის მიკროელემენტები,
არომატული,
პექტინური
და მთრიმლავი ნივთიერებები, რომლებიც ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევიან. კომშის მწიფე ნაყოფი მდიდარია შაქრებით - გლუკოზით, ფრუქტოზით, საქაროზით. შეიცავს ასევე ვაშლის, ღვინის და ლიმონის მჟავებს. კომშს ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ. მოხარშულ ნაყოფს აჭმევდნენ, ხოლო ნახარშს ასმევდნენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების დროს კუჭ-ნაწლავის მოტორიკის გაძლიერების მიზნით. დღეს ფიტოთერაპევტები
აღნიშნავენ,
რომ კომში კარგია გულის აჩქარების, სისუსტის, ფაღარათის დროს, აქვს ამომფენი, შარდმდენი, სისხლდენისა და ღებინების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება. სწორედ ამიტომ სვამენ კომშის თესლის ლორწოვან ნახარშს სისხლიანი ხველის, საშვილოსნოდან სისხლდენის, ფაღარათის დროს. ნახარშს გარეგანადაც იყენებენ: კოსმეტოლოგიაში
- კანის დასარბილებლად, თვალის დაავადებების დროს - საფენებისთვის, ანგინის შემთხვევაში - ყელში გამოსავლებად. კომშის ნაყოფის ჩაი გულის დაავადებების დროს შარდმდენ ეფექტს ავლენს. აღარაფერს ვამბობთ მისი გულების ნახარშის ეფექტურობაზე ხველის დროს, რაც თითქმის საყოველთაოდ არის ცნობილი. კომშის უმი ნაყოფი მდიდარია რკინით - ერთ კილოგრამში მისი შემცველობა 30 მილიგრამია, რის გამოც კომში ეფექტური საშუალებაა ანემიის დროს. კომში კოსმეტოლოგიაშიც
გამოიყენება.
ცხიმიანი და ფორებიანი კანისთვის მისგან ნიღაბი მზადდება: ათქვეფილ ცილას წვეთწვეთობით უნდა დავუმატოთ თანაბარი რაოდენობის ოდეკოლონი, ქაფურის სპირტი და კომშის წვენი. ეს ნიღაბი კანს ხავერდოვნებასა და სიგლუვეს სძენს.
წყარო:
ira-gar.blogspot.com
|