კომბოსტოს წითელი მწნილი
მასალა:
კომბოსტო 1კგ.
ნიახური 300გრ.
ოხრახუში 200გრ.
ჭარხალი 300გრ.
დაფნის ფოთოლი 5გრ.
ნიორი 10გრ.
წიწაკა 3გრ.
მარილი 25გრ.
მომზადება:
შევარჩიოთ ახალი კომბოსტოს საშუალო ზომის მაგარი, თეთრი თავები, მოვაშოროთ უვარგისი ფოთლები, შემდეგ თითოეული თავი გავჭრათ შუაზე ან ოთხად და გავთუთქოთ მდუღარე წყალში. ამის შემდეგ, გავაგრილოთ და ჩავალაგოთ სუფთა კასრში ან ქილაში. ჩაწყობის დროს კომბოსტოზე ფენებად მოვაყაროთ გათუთქული ნიახურისა და ოხრახუშის ფოთლები თავისი ძირებით, ამასთან ერთად მოვაყაროთ დაფნის ფოთოლი, წიწაკა, გაფრცქვნილი და სიგრძეზე დაჭრილი სტაფილო, ნიორი, წვრილად დაჭრილი ძალიან წითელი ჭარხალი, რომელიც წნილს წითელ ფერს მისცემს. დავასხათ მოდუღებული და გაციებული მარილ წყალი იმდენი, რომ კომბოსტოს ფარავდას.
|