
კომბოსტოს პეროგი
მასალა:
ცომისთვის:
პურის
ფქვილი დაახლოებით 500გრ.
კეფირი
1 ქილა
(200 მლ)
კვერცხი
1ც.
მარგარინი
100გრ.
სოდა
0.5 ჩ/კ.
მარილი
0,5 ჩ/კ.
შითავსისთვის:
დაფქვილი
წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო და თეთრი კომბოსტო გემოვნებით.
ზეთი
კომბოსტოს
მოსათუშად.
სოსისთვის:
კვერცხი4
ც.
ყველი
150 გრ.
არაჟანი
2 ს/კ.
მუსკატის
კაკალი, კამა და ოხრახუში გემოვნებით
შავი
და თეთრი სეზამის მარცვლები თავზე მოსაყრელად გემოვნებით.
ცომის
მომზადება:
დარბილებულ
მარგარინს
დავამატოთ
ფქვილი და კარგად ავურიოთ, შემდეგ დავამატოთ, კეფირი, სოდა, მარილი, კვერცხი და მოვზილოთ ცომი. ცომი არ უნდა იყოს ძალიან მაგარი, ამიტო ფქვილის რაოდენობა საჭროა ადგილზევე განვსაზღვროთ (შეიძლება მეტი ფქვილი დაგვჭირდეს ან ნაკლები). ცომი გავაბრტყელოთ მრგვალად, გადავიტანოთ გამოსცხობ ფორმაზე კარგად გადავანაწილოთ ისე რომ ფორმის ზევიდან ცომის ცოტა ნაწილი გადმოვიდეს, შევდგათ საყინულეში ცოტა ხნით.(ფორმა უნდა იყოს ძალიან ღრმა, ქვაბის ფორმის).
შიგთავსის
მომზადება:
კომბოსტო
დავჭრათ წვრილად, მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ წიწაკა მარილი და კარგად ავურიოთ. ყვავილოვანი კომბოსტო დავანაკუწოთ და მოვხარშოთ მარილიან წყალში 3–4 წუთი, შემდეგ გადავწუროთ წყალი და მიღებული მასა ავურიოთ მოთუშულ კომბოსტოს.
სოუსის
მომზადება:
ყველი
გავხეხოთ,
ავთქვიფოთ
კვერცხი და დავამატოთ არაჟანი, მუსკატის კაკალი, წვრილად დაჭრილი მწვანილები და კარგად ავურიოთ. ცომი გამოვიღოთ საყინულიდან და ზედაპირზე მოვათავსოთ მომზადებული კომბოსტო, შემდეგ მოვასხათ ყველის სოუსი, ცომს გვერდები კარგად გადავუკეცოთ და მოვაყაროთ სეზამის მარცვლები, შევდგათ აირღუმელში და გამოვაცხოთ დაახლოებით 1 საათი 180* ტემპერატურაზე.
|