კომბოსტო
კომბოსტო
(ლათ.
Brassica), მცენარის
გვარი ჯვაროსანთა ოჯახისა. ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი მცენარეა. აქვს თითისტარისებრი ფესვი, სწორი ან ნახევრად წამოწეული დატოტვილი ღერო, მორიგეობით განლაგებული ფოთლები, შიშველი ან შებუსულუ ღერო და ფოთოლი, მტევნებად ან ფარებად შეკრებილი ყვავილები. ყვითელი გვირგვინის ფურცლები; ნაყოფი - პარკი, სფეროსებრი თესლი, ფერად მუქი მურა, მომიხაკისფრო, მოწითალო-მურა ან ყვითელი. კომბოსტოს გვარში 100-ზე მეტი სახეობაა. სამშობლოდ ითვლება ჩინეთი და ხმელთაშუაზღვისპირეთი.
ველური ფორმები გავრცელებულია ევრაზიაში. კულტურული სახეობებია ბოსტნისა და საკვები კომბოსტო, მიწამხალა, რაფსი, თალგამი, შალგი, მდოგვი და სხვა. ბოსტნისა და საკვები კომბოსტოს ჯგუფში შედის ბოსტნის კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, პეკინური კომბოსტო. კომბოსტოს ყველა სახეობა, ყვავილოვანი და პელინური კომბოსტოს გარდა, ორწლოვანი მცენარეა. კომბოსტოს იყენებენ ნედლად, ხარშავენ, თუშავენ, ამწნილებენ, ამარილებენ, ახმობენ, ყინავენ და სხვა. კომბოსტო შეიცავს ნახშირწყლებს, ცილებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს (C,
B ჯგუფის და სხვა). აქვს დიეტური და სამკურნალო თვისებები. კომბოსტოს ფოთლების შემადგნელობაში უამრავი სასარგებლო ნივთიერებები შედის, რომლებიც შენარჩუნდება მხოლოდ მწნილში, მოხარშვის დროს ზოგიერთი ვიტამინი იშლება. თუ ცოცხალი სახით კომბოსტო სასარგებლოა სიმსუქნისა და წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ, მოხარშული და მოშუშული სახით კი პირიქით, მავნებელია. კომბოსტოს წვენს თაფლთან ერთად ღებულობენ ძლიერი ხველისა და ხმის დაკარგვის დროს. განსაკუთრებით დიდი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს თავიან კომბოსტოს. საქართველოში გავრცელებული თავიანი კომბოსტოს ჯიშების (პირველი ნომერი გრიბოვოს 147, ოქროს ჰექტარი, გრიბოვოს დიდება 231, ბელორუსული 456,
მოსკოვური
საგვიანო
15, ამაგერი
611 და სხვა) გარდა გავრცელებული და დარაიონებულია ხარისგულა, ლანირული ხარისგულა, დარუბანდული ადგილობრივი, გორული ბრაუნშვაიგი, ქართული (მესხური) ბერბუკულა და სხვა. კომბოსტოს მოსავალი
200-900 ც/ჰა. საყუათო ნივთიერების შემცველობით და საგემოვნო თვისებების მხრივბ განსაკუთრებით მდიდარია ყვავილოვანი კომბოსტო. მისი ჯიშებია: მოსკოვური საკონსერვო, „სნეჟინკა",
ადრეული, სამამულო და სხვა. მოსავლიანობა ღია გრუნტზე 180 ც/ჰა.კოლრაბის (ბოსტნის კომბოსტოს სახეობა) თალგამისებურად გამსხვილებულ ღეროს - ღერონაყოფს იყენებენ ნედლად. შემწვარს და მოთუშულს. კოლრაბის მსგავსია საქართველოში გავრცელებული კეჟერა კომბოსტო, რომელიც მრავალნაირი ფორმით გვხვდება. ფოთლოვანი კომბოსტო მოჰყავთ საკვებად და დეკორატიულ მცენარედ. ჩითილით კომბოსტოს მოყვანა ყველაზე განრცელებული წესია. ჩითილები გამოჰყავთ კვალსათბურებში,
ცივ ან თბილ საჩითილეებში, სამხრეთის თბილ რაიონებში - ღია გრუნტზე. კომბოსტოს დაავადებებია: კომბოსტოს შავფეხა, ალტერნარიოზი, ჭრაქი, ნაცრისფერი სიდამპლე და თეთრი სიდამპლე.
წყარო:
ka.wikipedia.org
|