მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » კოქტეილის ისტორია
20:36
კოქტეილის ისტორია


კოქტეილის ისტორია

 

ირველად კოქტეილი ნიუ-იორკში, 1806 წლის მაისის ცნობარში "Balance and Columbian Repository" ახსენეს, სადაც სასმელს შემდეგი განმარტება ჰქონდა: "მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც ნებისმიერი სპირტიანი სასმელისაგან შედგება. აგრეთვე მას ემატება შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი". სიტყვა კოქტეილის წარმომავლობასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა ლექსიკონების უმრავლესობაში მითითებულია, რომ სიტყვის წარმომავლობა უცნობია. ორი საუკუნის განმავლობაში, ათობით ავტორი ცდილობდა ტერმინის წარმომავლობა აეხსნა. სწორედ მათ ვერსიებში ხშირად მოიხსენებდნენ ლამაზ ქალებს და ერთ-ერთი ვარაუდით, სიტყვა კოქტეილი სწორედ მათი სახელების ინიციალებისგან იყო შემდგარი. გთავაზობთ ყველაზე რეალურ ვერსიებს:

1. Coquetier - ასე ჰქვია ფრანგულად პატარა ჭიქას, რომელშიც, როგორც ამბობენ, ვიღაც ფრანგი ნიუ-ორლეანში სტუმრებს შერეულ სასმელს თავაზობდა. დროთა განმავლობაში სიტყვამ ტრანსფორმაცია განიცადა და ის კოქტეილად იქცა.

2. შესაძლებელია, რომ ღვინოების შერევის უძველესი ფრანგული რეცეპტი, რომელსაც coquetel- უწოდებდნენ, 1777 წელს, ამერიკაში გენერალმა ლაფაეტმა ჩაიტანა.

3. ვირჯინიელი ვინმე ბეტსი ფლანაგანი ჯარისკაცს შერეულ სასმელს ასმევდა. მასში ყველა ის ფერი იყო, რომელიც მამლის კუდშია (cock-მამალი, tail-კუდი). ის ამ სასმელს კოქტეილს უწოდებდა.

4. 1769 წელს შექმნილი ტერმინი ჯირითთან იყო დაკავშირებული და წმინდა სისხლის არმქონე ცხენს აღნიშნავდა. როგორც წესი, ასეთ ცხენებს კუდს ისე მოკლედ აჭრიდნენ, რომ ის მამლის კუდს უფრო გავდა. იმდროინდელი ჟურნალების მიხედვით, მოკლე კუდის (კოკ-ტეილი) მქონე ცხენს შერეული სისხლი ჰქონდა.

5. უძველესი დროიდან "cocked tail" (ზემოთ აწეული კუდი) ამაღლებული განწყობის მქონე ადამიანს ან ცხენს აღნიშნავდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასმელს, რომელსაც ადამიანების განწყობის ამაღლება შეუძლია, სწორედ კოქტეილი უწოდეს.

 

წყარო: avtoradio.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1235 | დაამატა: natia | ტეგები: კოქტეილის ისტორია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: