კივი
კივის ისტორია სამხ. ჩინეთში ჩენგ კიანგის მინდორზე დაიწყო. ჩინეთის მეფეებისთვისაც დელიკატესი იყო, აფასებდნენ, როგორც უცხო ხილს, საპატიო სტუმრებსაც მიართმევდნენ ხოლმე. 1847 წელს ბრიტანელებმა თესლი სამშობლოში ჩამოიტანეს, მაგრამ კივის სიცივის ეშინია და ბრიტანეთში ვერ გაიხარა. 1904 წელს ამერიკელებმა წამოიღეს. დღეს კივი მთელ მსოფლიოში მოჰყავთ. კივის ჩინურ ხურტკმელს, ცხვრის, მაიმუნისა და ვაშლის ატამსაც უწოდებენ. მისი ნამდვილი სახელი კი იანგტაო ანუ ჩინური აქტინიდიაა. ჩინეთის მმართველებს საუკუნეების განმავლობაში ზურმუხტისფერი ჩინეთის რბილობითა და უჩვეულო გემოთი ხიბლავდა. ერთ დროს მხოლოდ წარჩინებულთა სუფრას ამშვენებდა. ისეთ ბაღებში კრეფდნენ, რომლებშიც მხოლოდ იშვიათი მცენარეები იზრდებოდა. დღეს კი ყველას უყვარს და ხელმისაწვდომიცაა.
რა სიმდიდრეს ფლობს კივი
ამ პატარა ხილს სეუზლია ჩ ვიტამინზე 24-საათიანი მოთხოვნილება დააკმაყოფილოს. იმდენივე ჩ ვიტამინს შეიცავს, რამდენსაც ორი ფორთოხალი და იმდენივე უჯრედისს, რამდენსაც ნახევარი გრიფრუტი; ბანანზე მეტ კალიუმს, ვიტამინ E-ს და მაგნიუმს. იმდენად ბევრ კალიუმს შეიცავს, რომ მაღალი წნევის დროს შეუცვლელია. გაციების პირველი ნიშნების გაჩენისას ორი ცალი კივი გრიპისგან თავდასაცავად სრულიად საკმარისია. ყუათიანი სადილის შემდეგ რამდენიმე ცალი კივი კუჭის სიმძიმის გრძნობასაც ხსნის და გულძმარვასაც. კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკსაც ამცირებს. ალერგიას არ იწვევს. დიდი რაოდენობით სეროტონინსაც შეიცავს და ორგანიძმს სტრესებისგან იცავს. მისგან ღვინოსაც ამზადებენ, მაცივარში ინახავენ და ზამთარში სტენოკარდიის შეტევას იხსნიან. კივის ბევრი ენაზიმი აქვს, რომელიც ცხიმების წვას აჩქარებს და ამიტომ წონაში დაკლების მსურველებს დილა-საღამოს ერთ კივის ურჩევენ ხოლმე. ეს ხილი მაქსიმალური რაოდენობის სასარგებლო ნივთიერებებს და მინიმალური რაოდენობის ცხიმს შეიცავს.
რას ამზადებენ კივისგან
კივის არომატი ბევრ კერძს პიკანტურს ხდის. ცალკეც გემრიელია და სხვა ხილს, სალათებსა და ნამცხვრბსაც აგემრიელებს. ხორციან კერძებს ხომ მისი საწებელა უგემრიელესს ხდის. კივის ხეხავენ, ნიგოზს , მარილს,მ, კამასა და სხვა მწვანილს უმატებენ და ხორცთან ერთად მიირთმევენ. ასევე ძალიან გემრიელია გამომცხვარი ვაშლი კივისა და ნიგვზის შიგთავსით. ერთადერთი, რისი მომზადებაც კივისგან არ შეიძლება, ჟელე და მარმელადია. კივის წვნიანი ნაწილით ჟელე რომ მორთოთ, იგი ამ მცენარის ფერმენტების ზემოქმედებით დაიშლება. კივი კარგად ინახება და ამიტომ წლის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომია. დროთა განმავლონბაშოი უფრო გემრიელი ხდება. მწიფე ხილი რბილი და უნაოჭო უნდა იყოს. დასამწიფებლად ქაღალდის პაკეტში ინახავენ. ეს პროცესი უფრო დაჩქარდება, თუ ამავე პაკეტში ბანანსაც და ვაშლსაც მოვათავსებთ. ოთახის ტემპერატურაზე 3-5 დღე ინახება. მაცივარში კი - 7 დღე. თუ უფრო დიდხანს შენახვას აპირებთ, მაცივარში პოლიეთილენის პარკში ორი კვირაც არ გამოშრება.
როგორ მიირთმევენ კივის
ამ მცენარეს თავისივე კანი, ანუ ჭიქა აქვს და ამიტომ, როგორც წესი, განივრად ან შუაზე ჭრიან და ისე, როგორც კვერცხს, დესერტის ან ჩაის კოვზით მირთმევენ. კანი მაგარი უნდა ჰქონდეს, და ამ შემთხვევაში მის არომატულ რბილობს ადვილად ამოიიღებთ. ჩვენში და რესტორანში ამ ხილს ასუფთავებენ და რგოლებად ჭრიან. ამ შემთხვევაში მას ხილის ჩანგლით მიირთმევენ.
წყარო: Eva.ge
|