კიტრის მწნილი მინერალურ წყალში
მასალა:
1 კგ. პატარა
ზომის კიტრი
1 ლ. მინერალური
გაზიანი წყალი ("ნაბეღლავი"
ან "ლიკანი")
2 ს/კ.
მარილი
1 კონა აყვავებული ცერეცო
1ც.
ცხარე წიწაკა
5-6 კბილი ნიორი
1 ჩ/კ.
შაქარი
15ც. ალუბლის
ფოთოლი.
მომზადება:
კიტრები
გავრეცხოთ,
დავაჭრათ თავი და ბოლო, კამასთან, წიწაკასთან და ნიორთან ერთად მჭიდროდ ჩავაწყოთ ქილაში, ზემოდან დავაფინოთ ალუბლის ფოთლები. მინერალურ წყალში ავურიოთ მარილი და დავასხათ კიტრს, ზემოდან დავახუროთ არაჰერმეტული სახურავი. მწნილი მზად იქნება 3-5 დღეში.
|