კიტრის მარინადი
მასალა:
2 კგ. პატარა
ზომის კიტრი
4 ლ. წყალი
2 ს/კ.
შაქარი
4 ს/კ.
მარილი
1,5 ჭიქა ძმარი
ალუბლის
ან მოცხარის რამდენიმე ფოთოლი
7 მარცვალი შავი პილპილი
7 მარცვალი ბაჰარი
1 თავი გარჩეული ნიორი
1 კონა ცერეცო
1 კონა ნიახური
სურვილისამებრ 2ც. გასუფთავებული სტაფილო.
მომზადება:
წყალი
ავადუღოთ მარილთან, შაქართან და სანელებლებთან ერთად, შემდეგ კი დავუმატოთ ძმარი. ქილებში მოვათავსოთ ალუბლის და მოცხარის ფოთლები, მწვანილი, ნიორი, კიტრი, სურვილისამებრ, დაჭრილი სტაფილო და დავასხათ მდუღარე მარინადი. გავასტერილოთ 20
წუთის განმავლობაში, მოვხუფოთ და შეფუთული თავდაყირა დავდოთ რამდენიმე საათის განმავლობაში.
|