კიტრის ალადები
მასალა:
კიტრი
500გრ.
სტაფილო
150გრ.
კვერცხი
1–2ც.
ფქვილი
5–6 ს/კ.
ოხრახუში,
ნიორი, წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კიტრი
გავთალოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, კიტრს დავუმატოთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და ნიორი, მიღებულ მასას მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი და ვურიოთ მანამ სანამ მასა არ გახდება ერთნაირი. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და მიღებული მასა მოვათავსოთ კოვზით მრგვალ ფორმებად. შევწვათ ორივე მხრიდან.
|