კეშიუ
კეშიუ
თხილის სახეობაა, რომელიც პირველად ამაზონის ნაპირებზე აღმოაჩინეს, შემდეგ კი სხვა ტროპიკულ ქვეყნებშიც მოაშენეს. მას სხვადასხვა ენაზე მოიხსენიებენ, როგორც კაჟუ, აკაჟუ, აღმოსავლური ანაკარდიუმი და სხვა. XVI საუკუნემდე იგი ძირითადად ბრაზილიაში, მექსიკასა და პერუში იზრდებოდა. შემდეგ პორტუგალიელმა მისიონერებმა კეშიუ ინდოეთში შეიტანეს. იქ მცენარემ ყოველგვარი ხელშეწყობის გარეშე იხარა და კარგად მოერგო ინდოეთის ჰავას. კეშიუ სითბოს მოყვარული ხეა და 6-7 მეტრამდე იზრდება. კლიმატის მიხედვით იგი წელიწადში 1-2 მოსავალს იძლევა. ადრე მას მდიდართა ნუგბარად თვლიდნენ, რადგან მისი ნაჭუჭიდან გამორჩევა რთული იყო. თესლის გარშემო გარსი შეიცავს ცხიმს, რომელიც კანს აღიზიანებს. ამიტომ იგი ყოველთვის გარჩეული იყიდება. საინტერესოა, რომ კეშიუ მხოლოდ მოხალვის შემდეგ გემოს იძენს. კეშიუ შედგება ორი ნაწილისგან – თავად კაკლისა და ე.წ. კეშიუს ვაშლისგან, რომელსაც მოგრძო ფორმა და მოყვითალო ფერი აქვს. საკვებად ორივე ნაწილი ვარგისია. თხილი უფრო გავრცელებული პრდუქტია, ხოლო კეშიუს ვაშლი კი ერთ-ერთ ძვირფას ტროპიკულ ხილად ითვლება. კეშიუს მონათესავე მცენარეებად მიიჩნევა: მანგო, ბუსტუღის ნუში (იგივე ფსტა)და ხახვის ხე.
|