კენკრის პაი
მასალა:
ცომი:
180გრ. ფქვილი
2 ს/კ. შაქარი
120გრ. ცივი კარაქი
60 მლ. ცივი წყალი
0,5 ჩ/კ. მარილი.
გულსართი:
კენკრა (ჟოლო,მაყვალი) გემოვნებით
1 ს/კ. ფქვილი
50გრ. შაქარი.
მომზადება:
ფქვილი, შაქარი, მარილი ავურიოთ ერთმანეთში. დავამატოთ დაჭრილი კარაქი
და დავკეპოთ. დავამატოთ ცივი წყალი, კოვზით მივიყვანოთ ერთგვაროვან მასამდე და
ცელოფანში მოვათავსოთ, შევინახოთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში. გამოვიღოთ
მაცივრიდან ცომი, გავშალოთ 30 სმ. დიამეტრის წრე. მოვათავსოთ გულსართი ისე რომ
ნაპირებიდან 7-8 სმ. დაგვჩეს გადმოსაკეცად. კენკრას მოვაყაროთ შაქარი და ფქვილი,
ჩავდოთ ცომში გულსართად. გადმოუკეცოთ ნაპირები და შევდგათ მაცივარში 20 წუთით.
გავახუროთ ღუმელი 200გრადუსამდე და გამოვაცხოთ შეყვითლებამდე. გავაგრილოთ
ნამცხვარი და მივირთვათ ნაყინთან ერთად.
|