კექსი ბლით და შოკოლადით
მასალა:
ცომი:
კვერცხი 3ც.
კარაქი 125გრ.
შაქარი 100გრ.
ვანილი 1 ჩ/კ.
პურის ფქვილი 175გრ.
გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ.
რძე 1 ს/კ.
კაკაო 1 ს/კ.
ცოტა მარილი.
გლაზური:
სგუშონი 100გრ.
შავი შოკოლადი 100გრ.
შაქარი 1 ს/კ.
კარაქი 1 ჩ/კ.
ბალი ან ბანანი 1 ჭიქა.
მომზადება:
დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ შაქართან და ვანილთან ერთად. შემდეგ ისე
რომ არ გავაჩეროთ აათქვეფა თითო–თითოდ დავამატოთ კვერცხი და კარგად ავურიოთ.
კვერცხიან–კარაქიან მასას დავამატოთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და კვლავ მოვურიოთ
მასას. მომზადებული მასის ნახევარი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაზე და გავათანაბდოდ
და მოვაწყოთ კურკაგამოცლილი ბალი, დარჩენილი ცომის ნახევარს დავუმატოთ კაკაო, რძე
და კვლავ ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე, შემდეგ მოვათავსოთ თეთრ მასაზე.
ზედაპირი გავაფორმოთ ბლით. კექსი გამოვაცხოთ 25 წუთის განმავლობაში გაცხელებულ
აირღუმელში 180* ტემპერატურაზე. გამოცხობის შემდეგ გამოვიღოთ აირღუმელიდან,
გავაცივოთ და მოვასხათ გლაზური (სურვილისამებრ თავზე შეგვიძლია მოვაყაროთ ქოქოსი).
გლაზურის მომზადება:
სგუში ავადუღოთ,
დავუმატოთ დატეხილი შოკოლადი, შაქარი და გავაჩეროთ დაბალ ტემპერატურაზე, როდესაც
ადუღდება გადმოვდგათ გაზქურიდან და ავურიოთ ვანილი და კარაქი. (კექსზე მოვასხათ
გაგრილებული ფორმით). თუ გლაზური ძალიან სქელი გამოვიდა შეგვიძლია დავამატოთ
ადუღებული რძე.
|