
კაზაკური სალათა
მასალა:
1 კგ. კომბოსტო
1 კგ. სტაფილო
1 კგ. ხახვი
1 კგ. ტკბილი წიწაკა
1 კგ. პომიდორი
1 კგ. კიტრი.
მარინადისათვის:
5 ჩ/კ. მარილი
5 ჩ/კ. შაქარი
1 ჭიქა ზეთი
1 ჭიქა ძმარი.
მომზადება:
დაჭრილ ბოსტნეულს მოვასხათ მარინადის მასალა, გავაჩეროთ 1 საათი და შემდეგ ვხარშოთ 10 წუთი დუღილის მომენტიდან. სალათა ცხელივე გავანაწილოთ დასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ. გადავაბრუნოთ ქილები და გავაჩეროთ შეფუთულ მდგომარეობაში შეგრილებამდე.
|