კარტოფილის ყაურმა
მასალა:
კარტოფილი 1 კგ.
ხახვი 5-6ც.
კვერცხი 3–4ც.
კარაქი 4 ს/კ.
ქინძი, რეჰანი, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, მოვთუშოთ ზეთში, დავუმატოთ
წვრილად დაჭრილი ხახვი, დავასხათ წყალი (რაოდენობა სურვილისამებრ) და ვადუღოთ.
მომზადებამდე 15 წუთით ადრე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, რეჰანი, მოვაყაროთ
დაფქვილი წიწაკა, მარილი და ვთუშოთ 10 წუთის განმავლობაში, შემდეგ ავთქვიფოთ
კვერცხი, ჩავასხათ მომზადებულ მასაში და გავაჩეროთ 5 წუთით. სუფრაზე მიტანის წინ გავაფორმოთ
მწვანილით.
|