
კარტოფილის და ყველის კატლეტი
მასალა:
კარტოფილი
150გრ.
კვერცხი
1ც.
ყველი
50გრ.
ხახვი
1 თავი
მწვანე
ხახვი 20გრ.
კამა
ან ოხრახუში 10გრ.
კარაქი
50გრ.
არაჟანი
1 ს/კ.
დაფქვილი
ორცხობილა
(სუხარი) ამოსავლებად
შავი
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი
მოვხარშოთ
და გავხეხოთ (ჩავჭყლიტოთ) ცხლად. დავუმატოთ გახეხილი ყველი, არაჟანი, კვერცხი, წვრილად დაჭრილი მწვანილი და ხახვი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. მიღებული მასისგან გავაკეთოთ სასურველი ფორმები, ამოვავლოთ ორცხობილაში და შევწვათ ზეთში. სუფრაზე გავიტანოთ არაჟანთან, სოკოს ან ტომატის სოუსთან ერთად. შეგვიძლია გავაფორმოთ მწვანილით და კიტრის მწნილით.
(თუ
გვინდა კატლეტის დიდი რაოდენობით მომზადება, შეგვიძლია ზემოთაღნიშნული მასა გავაორმაგოთ).
|