
კარტოფილი ყველის შიგთავსით
მასალა:
ახალი
კარტოფილი
6–8ც,
შიგთავსი:
ყველი
140–150გრ.
მწვანე
ხახვი 2 ძირი
ნიორი
2 კბილი
არაჟანი
2 ს/კ.
წიწაკა
და მარილი გემოვნებით
ზეთი
შესაწვავად.
მომზადება:
გავრეცხოთ
კარტოფილი
და მოვხარშოთ ისე რომ არ დაიშალოს, მოხარშულ კარტოფილს გადავავლოთ წყალი და გავაცივოთ, თითოეულს კოვზით ამოვაცალოთ გულები ისე რომ კიდეები არ დაიშალოს.
შიგთავსის
მომზადება:
ყველი
გავხეხოთ წვრილ სახეხზე, ნიორი დავნაყოთ, მწვანე ხახვი გავრეცხოთ, დავჭრათ წვრილად და შევწვათ ზეთში 1–2 წუთით, დავუმატოთ ნიორი და გავაჩეროთ გაზქურაზე 1 წუთით, აღნიშნულ მასას შევურიოთ კარტოფილის გულები, გახეხილი ყველი (80–90გრ.) და კარგად ავურიოთ. კარტოფილი ამოვავსოთ მომზადებული შიგთავსით, თავზე მოვაყაროთ გახეხილი ყველი (40–50გრ.) მოვათავსო აირღუმელის ფორმაზე და გამოვაცხოთ
240–250*–ზე
10–15 წუთის
განმავლობაში.
|