კარტოფილი მდოგვით
მასალა:
კარტოფილი 10ც.
მდოგვი 1 ჩ/კ.
მარილი გემოვნებით
ერბო ან ზეთი შესაწვავად
კამა ან ოხრახუში მოსაყრელად.
მომზადება:
კარტოფილი გავფცქვნათ, წვრილად დავჭრათ, მარილწყალში მოვხარშოთ,
გადავწუროთ, ერბოში ან ზეთში ჩავყაროთ და მოვშუშოთ. როცა დაწითლდება, 1 ჩ/კ.
მდოგვი გავხსნათ ცოტა წყალში, ჩავასხათ, კარგად მოვურიოთ, სუფრაზე მიტანის წინ
მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა ან ოხრახუში.
|