კარტოფილი
კარტოფილი
(გერმ.
Kartoffel), მრავალწლოვანი
გორგლიანი
სახეობები
Solanum-ის
გვარის
(Tuberarium-ის
სექციის) ძაღლყურძენასებრთა
ოჯახისა.
200-მდე ველური და კულტურული სახეობაა. კულტურაში დანერგილია უმთავრესად 2 მონათესავე სახეობა: ანდიური კარტოფილი (Solanum
andigenum) და
ჩილური კარტოფილი
(Solanumtuberosum). ფართოდაა
გავრცელებული
ზომიერჰავიან
ქვეყნებში.
კარტოფილის
ბუჩქის სიმაღლე 50-80 სმ აღწევს, შედგება 3-6 ღეროსაგან, გორგლი ღეროს მიწისქვეშა სახეცვლილებაა. მის ზედაპირზე ჩაღრმავებებში
3-4 კვირტიანი
თვლები ზის. გორგლის ფორმა შეიძლება იყოს მომრგვალო, წაგრძელებული, ოვალური და სხვა. გარეგანი შეფერილობა და რილობის ფერი — თეთრი, ყვითელი, ვარდისფერი, წითელი და ლურჯი. კარტოფილის ფესვი ფუნჯაა, სუსტად განვითარებული, ფოთოლი კენტფრთისებრგანკვეთილია,
აქვს ნაკვთები და ნაკვთულები, ფერად მომწვანო-მოყვითალო ან მუქი მწვანეა. ყვავილი ხუთწვერიანია, თეთრი, მოწითალო-ისსფერი ან მოლურჯო-იისფერი. ნაყოფი სფეროსებრი ან ოვალური კენკრაა, აქვს ძალიან წვრილი თესლები (1000 ცალი 0,5-0,6 გ იწონის). კარტოფილი მრავლდება ვეგეტატიურად — გორგლით (სელექციის მიზნით — თესლით), რომელიც საშუალოდ შეიცავს 76,3% წყალს და 23,7% მშრალ ნივთიერებას, მ. შ. 17,5%სახამებელს,
0,5% შაქარს,
1-2% ცილას,
1%-მდე მინერალურ მარილებს, აგრეთვე C, B1,
B2, B6, PP და
სხვა ვიტამინებს. კარტოფილი კულტურაში შემოიტანეს სამხრეთ ამირიკელმა ინდიელებმა ჯერ კიდევ 14 ათასი წლის წინათ. ევროპაში (ესპანათში) გადმოიტანეს დაახლოებით 1565
წელს, შემდეგ გავრცელდა მრავალ ქვეყანაში, რუსეთში კარტოფილის გავრცელებას უკავშირებენ პეტრე I-ს, რომელსაც XVII საუკუნის ბოლოს კარტოფილით სავსე ტომარა ჰოლანდიიდან სამშობლოში გამოუგზავნია.
1970 წელს
მსოფლიოში
კარტოფილი
დათესილი იყო დაახლოებით 22,3
მლნ. ჰა-ზე. საქართველოში კარტოფილის ნათესები პირველად 1820-იან წლებში გაჩნდა თბილისის ახლომახლო, 1913
წელს კარტოფილის ნათესებმა უკვე 6800 ჰა-ს მიაღწია. 1975 წელს კარტოფილის სათესი ფართობი 28 ათას ჰა-ს აღემატებოდა. საქართველოში კარტოფილს თესავენ უმთავრესად ხალქალაქის, ახალციხის, წალკის, დმანისის, თეთრი წყაროს, ხულოს, შუახევის რაიონებში. მოჰყავთ მთაშიც (ნინოწმინდის რაიონი, სვანეთი, რაჭა და სხვა), სადაც ნათესები ზღვის დონიდან
2200-2300 მ-მდე აღწევს. 70-იან წლებში ფართოდ გავრცელდა საადრეო კარტოფილის მოყვანა უმთავრესად ბოლნისის რაიონში. რესპუბლიკაში კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა
120 ც/ჰა შეადგენს. ახალქალაქის, ახალციხისა და წალკის რაიონებში კარტოფილის მოსავალი უფრო მეტია - 174-178
ც/ჰა. საქართველოს ბარის ზონაში კარტოფილს თესავენ ზაფხულშიც, თავთავიანი პურეულის აღების შემდეგ და მეორე მოსავალს იღებენ. ამ ზონაში (ზღვის დონიდან 500 მ-მდე) საადრეო მოსავლის მისაღებად კარტოფილი შეიძლება დაითესოს შემოდგომაზეც - ნოემბერში. საქართველოში კარტოფილის ფართოდ გავრცელებული ჯიშებია: მაჟესტიკი, თრიალეთური სახალხო, ლორხი, ეპიკური და სხვა.
წყარო:
ka.wikipedia.org
|