კამპარი
იტალია
- განთქმული
თავისი კულტურით, ხელოვნებით, ისტორიით, უდიდესი კულინარიული ტრადიციებითა და ელეგანტური მოდით, იტალია - ქვეყანა, რომელმაც იცის გემო კარგი ცხოვრებისა და დიდი წვილი შეიტანა საერთაშორისო ფილოსოფიაში, და კიდევ, იტალია გახლავთ ის, ვინც მსოფლიოს უბოძა კამპარი - შექმნილი მცენარეებითა და ციტრუსებით 1860
წელს მილანში, პატარა საკონდიტრო მაღაზიის მეპატრონის გასპარ კამპარის მიერ. თუმცა როგორც სხვა ვერმუტები, მისი ნამდვილი ფესვები ღრმა ანტიკური ხანიდან მოდის, სადაც ბერძენი ესკულაპები სხვადასხვა ღვინის ნარევს აწარმოებდნენ, რომლებსაც ძლიერი მომწარო გემო ჰქონდათ, და საჭმელმომნელებელი
ორგანოების
სამკურნალოდ
გამოიყენებდნენ.
მას მოწითალო ბრილიანტისფერი დაჰკრავს, და მისი მიღება რეკომენდირებულია
როგორც სუფთა სახით, ასევე კოქტეილებთან და წვენებთან, არაჩვეულებრივად
ეხამება ფორთოხლის წვენს, გრეიფრუტის წვენს, ასევე გამოიყენება სხვადასხვა კოქტეილებში, კამპარისაგან მზადდება კოქტეილი გარიბალდი, ასევე ისეთი არაჩვეულებრივი კოქტეილები, როგორებიც ამერიკანო და ნეგრონია, მისი სუფთა სახით მიღების დროს ხშირად უმატებენ ლიმნის ან ფორთოხლის რამდენიმე წვეთს. და ვინაიდან ყველაფერს თავის ინდივიდუალური სტილი აქვს, ამბობენ, რომ ეს სასმელი და მისი დიზაინი ისეთივე ბოჰემურია, როგორც ფედერიკო ფელინი.
თუმცამას
არა ფელინი, არამედ კამპარი ჰქვია!
სასმელი
"კამპარის”
ისტორია
1860 წელს,
იტალიაში დაიწყო. რეცეპტი, რომელიც დღემდე მოქმედებს და რომლის შემადგენლობაც გასაიდუმლოებულია,
გასპარე კამპარიმ გამოიგონა. ლუკა გარავოგლია, ”კამპარი ჯუფის” წარმომადგენელი,
მსოფლიოში
ერთადერთი
ადამიანი გახლავთ, ვინც ამ სასმელის ინგრედიენტები იცის. მისი გარდაცვალების შემდეგ, რეცეპტი ასევე გასაიდუმლოებული
სახით,
"კამპარი
ჯგუფის” ახალ დირექტორს გადაეცემა. თუმცა ცნობილია, რომ მის შემადგენლობაში ქინაქინა, სხვა მცენარეები და რამდენიმე ხის ქერქია, რომელიც ბაჰამის კუნძულებზე იზრდება. 1904 წელს სესტო სან ჯოვანიში (იტალია) "კამპარის” პირველი ქარხანა გაიხსნა. სპეციალურად ამ სასმელისთვის შეიქმნა ბარები და რესტორნები, რათა ამ ბრენდისთვის პოპულარობა მოეტანა. დღეს "კამპარის” სახე ისეთი ცნობილი მსახიობი გახლავთ, როგორიცაა ჯესიკა ალბა (სურათზე). 1910 წელს ”კამპარის” ექსპორტირება ნიცაში, შემდეგ კი სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მოხდა. დღეისათვის ბრენდი "კამპარი” მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში იყიდება. იტალიურ ბაზარზე, ”კამპარი” გაზიან წყალთან ერთად იყიდება. ამ სახის რეცეპტი ახალგაზრდობის მისაზიდად ფორტუნადო დეპერომ გამოიგონა 1932 წელს. როგორც ამბობენ, "კამპარი” ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი გახლავთ სხვადასხვა კოქტეილების დასამზადებლად. რაც შეეხება საქართველოს,
"კამპარი
და კოლა " ჩვენთანაც საკმაოდ გავრცელებული კოქტეილია. თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სასმელი ამ სახით მარტო საქართველოში მზადდება.
წყარო:
avtoradio.ge
|