კაჩაკა
ბრაზილიური
ნაციონალური
სასმელი
"კაჩაკა”
გახლავთ, რომელიც შაქრის ლერწმისგან მზადდება. მას ხშირად "თეთრ რომსაც” უწოდებენ.
"კაჩაკას”
ზუსტი წაროშობის ისტორია არავინ იცის, თუმცა ბრაზილიელები ამბობენ, რომ ეს სასმელი დაახლოებით 1530
წელს შეიქმნა და მას მონების სასმელს ეძახდნენ, რადგან ბატონები მონებს კარგი მუშაობის სანაცვლოდ ამ სასმელს ასმევდნენ. დღეისათვის კი "კაჩაკა” საკმაოდ გავრცელებულია არამარტო ბრაზილიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. სასმელი საკმაოდ ძლიერი და ალკოჰოლურია. მას მრავალი წლის განმავლობაში კასრში ინახავენ, რაც განსაკუთრებულ გემოს აძლევს. 12 წლის შემდეგ კი მისი დაგემოვნება შესაძლებელია.
"კაჩაკა”
აგრეთვე კოქტეილებშიც გამოიყენება. ბრაზილიაში ბევრი ცნობილი კოქტეილი სწორედ ამ სასმელის შეზავებითაა დამზადებული. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლონდონის ბევრ ბარსა თუ რესტორანში თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ "კაჩაკა”, ოღონდ სრულიად სხვა სახელით. ინგლისში მას "კაიპრინათი” იცნობენ. არავინ იცის თუ რატომ
დაერქვა სასმელს მეორე სახელიც, თუმცა ფაქტია, ინგლისელები არ აღიარებენ, რომ ეს ორი სასმელი, სწორედ ერთი და იგივე ინგრედიენტებისგან
შედგება.
წყარო:
avtoradio.ge
|