ჯონი უოლკერი
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვისკი "ჯონი უოლკერი” შოტლანდიელი ჯონ უოლკერის გამოგონებაა, რომელიც სასმელს თავის მაღაზიაში არალეგალურად ყიდდა. ვისკი 1857 წელს გახდა პოპულარული, მას შემდეგ რაც ჯონი გარდაიცვალა და მისი ბიზნესის სათავეში, შვილი, ალექსანდრ უოლკერი ჩადგა. პრინციპში შოტლანდიური ბრენდის დაარსება სწორედ ალექსანდრეს დამსახურებაა.
1860 წლამდე
სასმელი უკანონოდ იყიდებოდა და მას სახელწოდებაც კი არ ჰქონია. მხოლოდ 1865 წელს, ალექსანდრემ ახალი ბრენდი, ”უოლკერ კილმანროკი” გამოუშვა, საიდანაც დაიწყო ბრენდის არნახული პოპულარობა. ათი წლის
შემდეგ კი, მათ ცნობილი ოთხკუთხედი ფორმის ბოთლიც გამოუშვეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალექსანდრე უოლკერის შვილიშვილებმა, ბიზნესის გაფართოება გადაწყვიტეს და ვისკის სხვადასხვა სახეობა ანუ ლეიბლი გამოუშვეს, რამაც გაყიდვების რაოდენობის მატებას განსაკუთრებით შეუწყო ხელი. დღეისათვის
"ჯონი
უოლკერი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სასმელია მთელ მსოფლიოში. მთელი მსოფლიო მასშტაბით წლიურად დაახლოებით 120 მილიონი ბოთლი იყიდება.
წყარო:
avtoradio.ge
|