მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ჯინი
16:15
ჯინი


ჯინი

 

ჯინი ჯინი ინგლისსა და მის კოლონიებთან ასოცირდება. თუმცა, მისი ისტორია ჰოლანდიაში, XVII საუკუნეში დაიწყო. ჯინი დოქტორ ფრანცისკუს დე ლა ბოიმ გამოიგონა 1650 წელს. ის ლეიდენის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი იყო და საზოგადოება დოქტორ სილვიუსად უფრო იცნობდა. სხვა ალკოჰოლური სასმელების მსგავსად, ჯინის გამოგონებაც სამედიცინო მიზნებს უკავშირდება. დოქტორ სილვიუსი ცდილობდა, გამოეგონებინა თირკმელების დაავადებების სამკურნალო იაფი, მაგრამ ეფექტური შარდმდენი საშუალება. მან შარდმდენი თვისების მქონე ორი კომპონენტი, ღვიის ზეთი და მარცვლეულის სპირტი შეაზავა. გამოგონებას დოქტორმა "ჯენევერი" უწოდა, რაც ფრანგულად ღვიას ნიშნავს. რეცეპტი რევოლუციური იყო არა იმიტომ, რომ მასში ღვიის ზეთი გამოიყენებოდა (ღვია იქამდეც ხშირად იხმარებოდა სხვადასხვა სასმელში), არამედ იმიტომ, რომ მისი კომპონენტი მარცვლეულის სპირტი გახლდათ. დოქტორ სილვიუსამდე სასმელები ყურძნის ან სხვა ხილისგან მზადდებოდა. შოტლანდიელები და ირლანდიელები ვისკის მარცვლეულისგან ამზადებდნენ და დიდი მოთმინებით აძველებდნენ ხის კასრებში. მარცვლეულით დამზადებული დაუძველებელი (ყოველ შემთხვევაში XVII საუკუნის ტექნოლოგიებით დამზადებული) ვისკი სასმელად ზედმეტად მძიმე და უხეში იყო. "ჯენევერს" კი შესანიშნავი გემო ჰქონდა და მისი წარმოებაც შედარებით იაფი ჯდებოდა. ამავდროულად კონტინენტზე მებრძოლი ინგლისელი ჯარისკაცები ეზიარნენ, როგორც თავად უწოდეს, "ირლანდიურ სიმამაცეს" და ინგლისს ამ ახალ სასმელზე შეყვარებულები დაუბრუნდნენ. ნელ-ნელა ინგლისელების მოწონება ამ გემრიელი და იაფი სასმელის მიმართ იმდენად გაიზარდა, რომ ახლა მას ინგლისის ნაციონალურ სასმელად მოიხსენებენ. სწორედ ინგლისმა შეუმოკლა სასმელს სახელი და "ჯენევერი" "ჯინად" მონათლა. ჯინი პოპულარული იყო "კოლონიებში" მომსახურე ინგლისელებშიც. მას სვამდნენ ქინანქინასთან ერთად, რომელიც მალარიის პროფილაქტიკისთვის გამოიყენებოდა. ახლაც კი წარმოგვიდგება თვალწინ კოლონიაში მომსახურე ინგლისელი ოფიცერი, რომელიც დიდ ვერანდაზე ზის და ჯინისა და ტონიკის წრუპვით სამფლობელოს მეთვალყურეობს. ლონდონური მშრალი და სხვა სახეობები ლონდონელი გამომხდელების მიერ დამზადებული ჯინი ძალზე განსხვავდება ჰოლონდიური ან ჟენევური ჯინისგან. ეს უკანასკნელი მძიმეა და გაჯერებულია ალაოს არომატით.

ლონდონური მშრალი ჯინის შექმნა მოჰყვა 1831 წელს უწყვეტი სახდელი აპარატის გამოგონებას. ახალი აპარატით შესაძლებელი გახდა უფრო სუფთა ალკოჰოლის მიღება. ამან კი ინგლისელ გამომხდელებს უბიძგა, ეცადათ არატკბილი ან მშრალი სასმელის დამზადება. შაქარი გამოიყენებოდა იმ უხეში და უსიამო არომატის შესანიღბად, რომელიც სასმელს შესაძლოა, მიეღო ძველებურ სახდელ აპარატში გამოხდისას. თავდაპირველად "ლონდონური მშრალი" გულისხმობდა, რომ ჯინი დამზადებული იყო ინგლისში ან მის მიმდებარედ. ახლა ამ ტერმინმა უფრო ზოგადი მნიშვნელობა შეიძინა და ჯინის სახეობას აღნიშნავს (დღეს მხოლოდ "ბიფიტერი" ჩამოისხმება ლონდონში). ჯინი მარცვლეულისა და სხვა არომატიზატორების ნახადია. ის ძირითად არომატს ღვიისგან იღებს, თუმცა დამზადების პროცესში მრავალი სხვადასხვა მცენარე და სუნელი მონაწილეობს. მცენარები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოაქვთ: კარდამონი შრი ლანკადან, კასიას ქერქი ვიეტნამიდან, ფორთოხლის კანი ესპანეთიდან, კორიანდრის თესლები ჩეხეთიდან, ღვიის ნაყოფი იტალიიდან. გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, უამრავ სხვა ინგრედიენტს იყენებენ ჯინის დასამზადებლად. ყველა ჩამომსხმელს საკუთარი საიდუმლო ფორმულა აქვს და ვერსად ნახავთ ორ ზუსტად ერთნაირ ჯინს. წარმოება ამ დაუძველებელი სპირტიანი სასმელის უმრავლესობა ან ინგლისური მშრალი ჯინის ან ამერიკული მშრალი ჯინის ტიპებს მიეკუთვნება. ინგლისური მშრალი ჯინის დასამზადებლად გამოიყენებული მარცვლეულის 75 პროცენტი ხორბალია, 15 პროცენტი ქერი, ხოლო 10 პროცენტი სხვადასხვა მარცვლეული. ჯინის დადუღების პროცესი მსგავსია ვისკისა. დადუღების შემდეგ, სითხე გამოიხდება და მიიღება სუფთა, მინიმუმ 90 გრადუსიანი სპირტი. სითხეს კიდევ ერთხელ ხდიან და უმატებენ არომატიზატორებს. მწარმოებლის მიხედვით განსხვავდება გამოხდის მეთოდიც. ზოგი მცენარეებსა და სითხეს ერთმანეთში ურევს და შემდგომ ხდის ნაზავს, ზოგიც სახდელ აპარატში მცენარეებს სითხის ზემოთ ათავსებს ისე, რომ ორთქლმა მცენარეთა ფენა გაიაროს. საბოლოოდ მიღებული სასმელი 80-97 გრადუსიანია. ამერიკული ჯინი ორი სტანდარტული მეთოდით მზადდება: დისტილაციით და შეზავებით. პირველი გულისხმობს სითხისთვის არომატიზატორების დამატებას გამოხდის უწყვეტი პროცესის დროს. ამისათვის თავის მხრივ ორი ერთმანეთის მსგავსი მეთოდი გამოიყენება: პირდაპირი დისტილაცია და რედისტილაცია. პირდაპირი დისტილაციისას მარცვლეულის ბადაგი იტუმბება სახდელ აპარატში. შემდეგ მას აცხელებენ და ორთქლი გადის ფილტრის მაგვარ კალათში, რომელშიც ღვიის ნაყოფი, მცენარეები და სხვადასხვა ბუნებრივი ინგრედიენტია მოთავსებული. ორთქლი იძენს მათ არომატებს და შემდეგ კონდენსირდება გარკვეული გრადუსის ჯინად. შემდეგ სითხეს ემატება წყალი, რათა ალკოჰოლის კონცენტრაცია სასმელ დონემდე დავიდეს _ჩვეულებრივ ჯინი 80 გრადუსიან სასმელამდე დაყავთ. რედისტილაცია პირდაპირი დისტილაციისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ბადაგით თავდაპირველად ნეიტრალურ, უარომატო სპირტიან სასმელს ხდიან. შემდეგ მიღებულ სითხეს მეორე სახდელ აპარატში ათავსებენ, რომელიც უკვე არომატიზატორებიან კალათს შეიცავს. შეზავება ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ვიდრე დისტილაცია და უბრალოდ გულისხმობს ნეიტრალური სპირტიანი სასმელების მცენარეების ზეთებთან და ექსტრაქტებთან შეზავებას. დღეს გორდონი მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული ლონდონური მშრალი ჯინია. ჯინებს შორის გორდონს ყველაზე მაღალი გაყიდვების მაჩვენებელი აქვს და ის მსოფლიოს 150 ქვეყანაში წარმატებით იყიდება.

GORDON'S

ისტორია იმ დროს წარმოებულ ჯინთა უმრავლესობას შაქარს უმატებდნენ, რათა დაეჩრდილათ სპირტის არომატი. ხარისხიანი ჯინის დამზადების სურვილით შეპყრობილმა პირველმა ექსპერიმენტატორებმა შეწყვიტეს ჯინის დაშაქვრა და მიაღწიეს სასურველ შედეგს: გემოსა და სისუფთავის ბალანსს. ერთ-ერთი მათგანი ალექსანდრე გორდონი იყო. გორდონმა პირობა დასდო, ლონდონისთვის მოეშორებინა უხარისხო ჯინი. ის განუწყვეტლივ ესწრაფვოდა სასმელის სრულყოფას და აღასრულა კიდეც დანაპირები. სასმელს GORDON'S LONDON DRY GIN ეწოდა. დღემდე GORDON'S LONDON DRY GIN რჩება სტანდარტად, რომლითაც ხელმძღვანელობენ ჯინის მწარმოებლები მთელს მსოფლიოში. 1925 წელს მეფე ჯორჯ V-მ სავაჭრო ნიშანს GORDON'S მიანიჭა პრივილეგია, ყოფილიყო სამეფო კარის მომწოდებელი. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება: მისმა აღმატებულება ელიზაბეტ II-მ და მისმა აღმატებულება დედა დედოფალმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს კომპანია GORDON'S-ის უფლება, მიეწოდებინა ჯინი სამეფო ოჯახისთვის. წარმოება ალექსანდრე გორდონის მიერ შექმნილი რეცეპტის ყველა თავისებურება გულმოდგინედაა შემონახული. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონურ მშრალ ჯინს უკვე 200 წელზე მეტი უსრულდება, GORDON'S მზადდება 1769 წლის რეცეპტის მკაცრი დაცვით. ყველა ჯინის რეცეპტი ინდივიდუალურია, თუმცა მასში აუცილებლად შედის ღვიის ნაყოფი, კორიანდრის თესლები, კასიის და დარიჩინის ქერქი, ფორთოხლისა და ლიმონის ცედრა, იის ძირები და ჯანჯაფილი. ღვიის ნაყოფს ახლაც ისე აგროვებენ, როგორც ძველად _ ხის ტოტებს ჯოხით ბერტყავენ. შემდეგ მათ აშრობენ და ტილოს ტომრებში ათავსებენ კიდებენ 18 თვის განმავლობაში. ამ დროის მანძილზე ღვიის ნაყოფი წვნიანი და ზეთოვანი ხდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათი გამოყენება სასმელის დასამზადებლად. GORDON'S გამოიხდება ტრადიციულ ფოლადის სახდელ ქვაბებში. სახდელი აპარატის კონსტრუქციისა შენარჩუნება უზრუნველყოფს ჯინის სტაბილურ ხარისხს. GORDON'S ქარხანაში ჯერ კიდევ ფუნქციონირებს ერთ-ერთი პირველი სახდელი აპარატი _ "ბებერი ტომი", რომელიც, როგორც ამბობენ, ჯორჯ III-ის თანამედროვე იყო. საინტერესო ცნობები ჯინს Gორდონ'ს შოტლანდიელი ალექსანდრე გორდონის სახელი ჰქვია. ალექსანდრე გორდონმა ერთ-ერთმა პირველმა შეარჩია სათანადო ინგრედიენტები და შეიმუშავა ტექნოლოგია, რომლითაც უმაღლესი ხარისხის ჯინი მიიღებოდა. ჯინის GORDON'S ისტორია 1769 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც ალექსანდრე გორდონის სავაჭრო კომპანია შეიქმნა. ალექსანდრე გორდონის მიზანდასახულობის, მისი "უმაღლესი ხარისხის" პრინციპისა და თავად სასმელის თვისებების წყალობით ჯინმა მალე ბრწყინვალე რეპუტაცია მოიპოვა, განსაკუთრებით სამეფო საბრძოლო და სავაჭრო ფლოტის მეზღვაურებს შორის, რომლებიც პროდუქტის პირველი "ექსპორტიორები" გახდნენ.

BOMBAY SAPPHIRE: ამ უნიკალურ სასმელს განსაკუთრებით აფასებენ შემოქმედნი და ყველა ის ადამიანი, რომელსაც მშვენიერების აღქმა შეუძლია. ბერლინის მსახიობები და მილანის დიზაინერები, ლონდონის სტილისტები, ნიუ იორკის მუსიკოსები და პარიზის ბოჰემა _ ყველა თვლის, რომ BOMBAY SAPPHIRE შთაგონებას ჰგვრის და ტრადიციული ხედვის შეცვლა ძალუძს.

BOMBAY SAPPHIRE ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი თვისებების მქონე ჯინია ალკოჰოლური სასმელების სამყაროში. სხვა ტრადიციული ჯინებისგან განსხვავებით, რომელთა ბუკეტებიც 3-დან 6-მდე მცენარეს შეიცავს, BOMBAY SAPPHIRE-ის არომატთა გამა მოიცავს დამატებით 10 ინგრედიენტს, თითოეული მათგანი განსაკუთრებული პროპორციით გამოიყენება, რათა შექმნან დახვეწილი, ჰარმონიული და რბილი გემო. პირველი შთაბეჭდილებებიBOMBAY SAPPHIRE -ის ბოთლის დაუვიწყარი, უნიკალური სილუეტის ხილვით იწყება: მუქი ზურმუხტისფერი ხაზს უსვამს სასმელის სახელს. ჰარმონიული სილუეტი, არსით კლასიკური და დიზაინით თანამედროვე, გამზადებთ BOMBAY SAPPHIRE-ის შესმის სიამოვნებისთვის. არცაა საკვირველი, რატომ გახდა იგი ბოჰემური საზოგადოების საკულტო სასმელი _ ის ხომ ინტერნაციონალური, თანამედროვე და მოდურია. BOMBAY SAPPHIRE მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ლონდონური მშრალი ჯინი რთული რეცეპტით მზადდება. სასმელის ბუკეტში შემავალი ათივე კომპონენტი საუკეთესო რეგიონებიდან ჩამოაქვთ, რათა თითოელი მათგანი უმაღლესი ხარისხის იყოს: • ნუშის და ლიმონის ქერქი _ ესპანეთი • ანჟელიკა _ საქსონია • კასიის ქერქი _ ინდოჩინეთი • კორიანდრი _ მაროკო • კუბების ნაყოფი _ იავა • სამოთხის მარცვლები _ ჩინეთი • ია და ღვიის ნაყოფი _ იტალია ეჭვგარეშეა, რომ BOMBAY SAPPHIRE მსოფლიოს მრავალ ახალ აღმოჩენას მოუტანს.

წყარო:ka.wikipedia.org

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1850 | დაამატა: natia | ტეგები: ჯინი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: