ჯავახური (ხაშლამა)
მასალა:
ცხვრის ან ბატკნის ხორცი 2–3კგ.
ხმელი კამა 3–4 ტოტი
კარტოფილი 5–6ც.
მწვანე წიწაკა 2–3ც.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ცხვრის
ან ბატკნის ხორცი მოვხარშოთ, ხარშვისას ქვაბში ჩავაყოლოთ რამდენიმე ტოტი ხმელი კამა. როცა მომზადებას თითქმის აღარაფერი უკლია, ჩავყაროთ შიგ მთელ-მთელი გათლილი კარტოფილი. როცა კერძი მზად იქნება, ამოვიღოთ და სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ მარილი.
|