ისპანახისა და ყველის სოუსი
მასალა:
400გრ. ისპანახი
2 კბილი ნიორი
2-3 ს/კ. ზეთი
0,5 ჩ/კ. ჯავზი
0,5 ჭიქა რძე
250გრ. 20%-იანი ნაღები
3 ს/კ. ნაღების ყველი
2 ს/კ. გახეხილი მაგარი ყველი
მარილი, პილპილი - გემოვნებით.
მომზადება:
ისპანახი გავარჩიოთ, გავრეცხოთ და მდუღარე მარილწყალში წამოვადუღოთ,
შემდეგ კი გადავწუროთ. ტაფაში ჩავასხათ ზეთი და მოვშუშოთ დაჭრილი ნიორი, დავუმატოთ
გაწურული, დაჭრილი ისპანახი და 1-2 წუთი გავაგრძელოთ შუშვა. ისპანახს შევურიოთ
ნაღები, ყველის სახეობები, რძე და სანელებლები და წამოვადუღოთ. მზა სოუსით
შეგვიძლია მივირთვათ მაკარონი და პასტის ნებისმიერი სახეობა.
|