![](/4/670.jpg)
ისპანახის ფხალი
მასალა:
500გრ. ქორფა ისპანახი
2 კბილი ნიორი
1 ჭიქა ნიგოზი
12 ღერი ქინძი
1 ღერი ოხრახუში
1/2 ხახვი
1 ჩ/კ. აჯიკა; მარილი
მომზადება:
ისპანახის გარეცხეთ და შეაშრეთ, ჩააწყვეთ ადუღებულ წყალში და მოხარშეთ
დაბალ ცეცხლზე 10-15 წთ. ნიგოზი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. აურიეთ აჯიკა,
წვრილად დაჭრილი მოხარშული ისპანახი, ხახვი და ქინძი. მიღებული მასისგან გააკეთეთ
ბურთულები. დააწყვეთ სასალათეზე, მორთეთ ოხრახუშით და ნიგოზით.
|