ისპანახი ზეთით
მასალა:
ისპანახი 1 კგ.
მცენარეული ზეთი 1 ჭიქა
ხახვი 3-4 თავი
ოხრახუში, ქინძი, კამა, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ისპანახი მოვხარშოთ, გადმოვიღოთ დუშლაკზე, გავაცივოთ, გავწუროთ და
დავჭრათ. დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ ისპანახი და ვწვათ 10 წუთის
განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, მოვაყაროთ მარილი და
წიწაკა. გავაფორმოთ ხახვით.
|