ინგლისური ჩაი
მასალა:
1 ჩ/კ. ჩაი
1 ჭიქა წყალი
1 ჩ/კ. ნაღები
შაქარი
გემოვნებით.
მომზადება:
მდუღარე
წყლით მოვლებულ ჩაიდანში ჩავყაროთ ჩაი, თავსახური დავახუროთ და ორთქლზე გავაჩეროთ. 5-7 წუთის შემდეგ დავუმატოთ ადუღებული წყალი იმდენი, რომ ჩაი დაიფაროს. კიდევ 5-7 წუთის შემდეგ ჩაიდანი მდუღარე წყლით შევავსოთ, ფინჯნებში ჩავასხათ და სუფრაზე ნაღებთან ერთად მივიტანოთ.
|