ინგილოური (ფოთოლა ხინკალი)
მასალა:
ქათამი 1ც.
ერბო 1 ჩ/ჭ.
ხახვი 5 თავი
ტომატ–პასტა 1 ს/კ. ან პომიდვრის წვენი 1 ჩ/ჭ.
ნიორი 2–3 კბილი
ქინძი, კამა, ოხრახუში, პიტნა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ერთ ჩ/ჭ ერბოში ჩავხრაკოთ 5 თავი ხახვი, დავუმატოთ აქნილი ქათამი და
დავასხათ წყალი, რომ დაიფაროს. როდესაც კარგად ჩაიშუშება, ჩავაყაროთ ბლომად ქინძი,
კამა, ოხრახუში, პიტნა, ნიორი, 1 ს/კ ტომატი-პასტა ან 1 ჩ/ჭ პომიდვრის წვენი,
მარილი _ გემოვნებით.
მოვზილოთ სახინკლე მაგარი ცომი თბილი წყლითა და ცოტა მარილით,
გავაბრტყელოთ 0,5 სმ სისქეზე, დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად და მდუღარე მარილწყალში
მოვხარშოთ, თუშფალანგზე გადავწუროთ, სინზე დავყაროთ, მოვასხათ ჯერ ქათმის წვენი,
შემდეგ ზემოდან ხორცი მოვაწყოთ და სუფრაზე ცხლად მივიტანოთ. უნდა მივირთვათ
კოვზით.
|