ინგილოური მწვადი
შინდის და პატარა წითელი ხახვის ბასტურმაში (რა თქმა უნდა პილპილითა
და მარილითაც (ვაჩერებთ ხორცს 2-3 დღის განმავლობაში (ზარმაც ჩალაღაჯს და სუკს
თანაბარ ქონ-ხორციან ნაჭრებს ამჯობინებენ ინგილოები). შემდეგ, დარჩენილ შინდიან,
ხახვიან-სისხლიანი წვენით სავსე ჯამს ცეცხლზე შემოდგამენ და რო წამოდუღდება, ზედ
შამფურზე წამოცმულ ჩაბასტურმებულ ხორცს შემოაწყობენ და ამ საოცარი ნაზავის ორთქლზე
"ასუქებენ" დაახლოებით 10-20 წუთის განმავლობაში. მერე შეწვის ჯერიც
დგება, თუმცა ალბათ ხვდებით, რო შეწვას ძალიან ცოტა დრო მიაქვს, იმიტო რო ხორცი
უკვე დაბუთქული, გაფუებული და განაზებულია და მხოლოდ კაი პირის გემოიანი კაცის
მოსიყვარულე ხელი სჭირდება. ამ მწვადს მიაყოლეთ გაღმა მხარის საფერავები, კახური
თეთრებიც კარგი იქნება.
|