ინდაურის მწვადი
მასალა:
ინდაური (ფილე) 1კგ.
თეთრი, მშრალი ღვინო 100 მლ.
ქინძი და კამა 1–1 შეკვრა
ხახვი 2ც.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ინდაურის ფილე დავჭრათ 40–50 გრამ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, ავაგოთ
შამფურებზე და შევწვათ. სუფრაზე მიტანის წინ, შემწვარი ნაჭრები შეგვიძლია დავფაროთ
წყლის და თეთრი ღვინის ნარევით (50/50 – ზე პროპორციით). ასევე, მოვაყაროთ დაჭრილი
ხახვი, მწვანილი, კამა და ქინძი.
|