![](/2/392.jpg)
ინდაურის მწვადი
მასალა:
ინდაურის
ხორცი (ფილე მკერდის) 500გრ.
ზეითუნის
ზეთი 2 ს/კ.
ლიმონის
წვენი 1 ს/კ.
იმერული
ზაფრანა 1
ჩ/კ.
დაფქვილი
წიწაკა
1/2 ჩ/კ.
მარილი
გემოვნებით.
მომზადება:
ინდაურის
ფილე დავჭრათ ნაჭრებად. ჯამში ჩავასხათ ლიმონის წვენი, დავამატოთ ზეთი, წიწაკა, ზაფრანი, კარგად ავურიოთ და ჩავაწყოთ ხორცის ნაჭრები. ავურიოთ ისე რომ მასა მთლიანად ფარავდეს ხორცს. დავაფაროთ თავზე და გავაჩეროთ საყინულეში 2 საათი. დავასველოთ ხის ჩხირები ცივი წყლით 1–2 საათი. შემდეგ ავაცვათ ხორცის ნაჭრები ჩხირებზე (ისე რომ ნაჭრები ერთმანეთს არ ედებოდეს) და შევწვათ მაყალზე. შეწვის შემდეგ გადმოვიღოთ თეფშზე და გავაფორმოთ მწვანილით, წიწაკით და მრგვალად დაჭრილი ხახვით.
|