ინდაურის ან ქათმის საცივი გურულად
მასალა:
ინდაური (ან ქათამი)
ხახვი 300გრ.
ნიგოზი 3–4 ჩ/ჭ.
ფქვილი 2 ს/კ.
კვერცხი 2ც.
ნიორი, ხმელი სუნელი, პილპილი, მწვანილი, ძმარი, ზაფრანა, მიხაკი,
დარიჩინი, დაფნის ფოთოლი, მარილი–გემოვნებით
მომზადება:
გასუფთავებულ და გარეცხილ ინდაური ან ქათამი მოვათავსოთ ქვაბში,
დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცლხზე მოსახარშად. როცა მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან,
მოვაყაროთ მარილი და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ძალიან წვრილად დავკეფოთ
გასუფთავებული ხახვი. დავასხათ მოსაშუშად ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და ფრინველის
ნახარშის სიმსუქნე; 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ გაცრილი ხორბლის ფქვილი და კიდევ
ვშუშოთ ხახვთან ერთად. როცა კარგად მოიშუშება, თანდათან გავხსნათ ინდაურის ან
ქათმის ნახარშში, ჩავუმატოთ მიხაკი–დარიჩინთან და დაფნის ფოთოლთან ერთად
მოდუღებული ღვინის ძმარი. შევანელოთ დანაყილი ნივრით, პილპილით, ქინძით, კამით,
ოხრახუშით, ხმელი სუნელით. ყველა ეს სანელებლები გავხსნათ საცივის წვენში და ავურიოთ
ერთმანეთში. დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად ინდაური ან ქათამი, ჩავაწყოთ საცივის
წვენში, 5–10 წუთი წამოდუღების შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავუმატოთ
ყვითელ ყვავილთან (ზაფრანა) ერთად ძალიან წმინდად დანაყილი ნიგოზი, გახსნილი
ბულიონში. შეიძლება აქვე ჩავამატოთ კვერცხის გული.
|