იმერული ყველი
მასალა:
ახალი რძე 1ლ.
პეფსინი (пепсина) (რძის ჩასაკვეთი, იყიდება ფხვნილის სახით) 50-70 მლ.
1 ლიტრი მარილწყალი, საჭიროების შემთხვევაში:
წყალი 1 ლიტრი
მარილი 1 ს/კ.
შაქარი 1 ს/კ.
მომზადება:
რძე გავაცხელოთ 37,5-38 °С–მდე, მარლაზე გავწუროთ ემალის ჭურჭელში,
დავამატოთ პეფსინა, ხის კოვზით ავურიოთ, დავდგათ თბილ ადგილას, დროდადრო ჭურჭელი ვატრიალოთ. 25–30 წუთის გასვლის
შემდეგ, როდესაც რძე ჩაიკვეთება, ხელებით შევაგროვოთ ყველის მასა, ერთ ბურთად და
ამოვიღოთ შრატიდან (სველიდან). ყველის მასა ჩავდოთ ფორმაში – მოსახერხებელია
გამოვიყენოთ ცილინდრის დუშლაკი (ღრმა ძირიანი), დუშლაკი მოვათავსოთ ისე რომ სითხე
გამოვიდეს, ხელით მოვასწოროთ ყველის ზედაპირი და მოვაყაროთ მარილი. 2–3 დღის
შემდეგ, მომზადებული ყველი შეგვიძლია გამოვიყენოთ სულგუნის მოსამზადებლად, თუ
გვინდა უფრო მაგარი ყველი, მოვამზადოთ „მწათხე", წყალს დავუმატოთ მარილი,
შაქარი, ჩავასხათ ემალის ან შუშის ჭურჭელში, ჩავდოთ ყველი და დავაფაროთ თავზე,
სასურველია დავდგათ თბილ ადგილას რათა ყველლში ჩამოყალიბდეს ნასვრეტები, 3–4
დღეში.
|