იმერული (პრასის მხალი)
მასალა:
პრასი 1კგ.
ნიგოზი 2 ჩ/ჭ.
ნიორი 2–3 კბილი
ბროწეული 1ც.
სუნლი, ყვითელი ყვავილი, ქინძი, წიწაკა, მარილი გმოვნებით.
მომზადება:
ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ შიგ გარჩეული, კარგად გარეცხილი
პრასი და მოვხარშოთ, მერე გადავწუროთ, გავაცივოთ და ხელით კარგად გავწუროთ.
დავნაყოთ წიწაკა, ნიგოზი, ნიორი, მარილი, ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი, ქინძი.
გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ. დანაყილი მასალა გავხსნათ ძმარში
(შეიძლება ცოტა წყალი დავუმატოთ, რომ ნიგვზის მასა სქელი არაჟნის სისქის იყოს) და
შიგ სათითაოდ ამოვავლოთ პრასი, შემდეგ კი დავახვიოთ კონად და ჩიტის ბუდის ფორმა
მივცეთ, დავაწყოთ თეფშზე, ბუდეში ჩავაწყოთ ბროწეულის მარცვლები და მოვასხათ
გამოხდილი ზეთი.
|