იმერული ხაჭაპური
მასალა:
1კგ.პურის ფქვილი
2 ჩ/ჭ. მაწონი
2ც. კვერცხი
700-800გრ. ყველი.
მომზადება:
მოვზილოთ ცომი მაწვნითა და კვერცხით. დავდოთ 1-2საათით ასაფუებლად.
შემდეგ დავყოთ 5-6 ნაწილად, ამოვაგუნდაოთ, გავაბრტყელოთ, ჩავყაროთ შიგ დაფშვნილი
ოდნავ მარილიანი ყველი, მოვუკრათ თავი და შევდგათ აერღუმელში ან გამოვაცხოთ
კეცებში. თუ ყველი ჭყინტია და უმარილო მას დალბობა არ სჭირდება და პირდაპირ
დავჭყლიტოთ და გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში, ზოგჯერ ყველში ურევენ კარაქს,
კვერცხს და უმატებენ ცხიმს. თუ კი ყველი მაგარია, მაშინ მას დავჭრით, დავასხამთ
ცივ წყალს, გავაჩერებთ 2-5 საათი, შემდეგ კარგად გავწურავთ და ავურევთ.
|