იხვი შინდით
მასალა:
იხვი
1,5-2 კგ.
ხახვი
500გრ.
შინდი 1 ჭიქა
ოხრახუში
და ქინძი საშუალო კონა
დაფქვილი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
იხვი
გავასუფთავოთ,
დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, ჩავაწყოთ ქვაბში, ჩავასხათ ადუღებული წყალი ისე რომ მთლიანად ფარავდეს, დავდგათ გაზქურაზე, ავადუღოთ, პერიოდულად მოვხადოთ ქაფი და ვხარშოთ მომზადებამდე დაახლოებით 1,5 საათი. ხახვი დავჭრათ მრგვალად, ქინძი და ოხრახუში დავჭრათ წვრილად, ჩავყაროთ ქვაბში, ჩავამატოთ შინდი, ვხარშოთ ერთად 15 წუთი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. სუფრაზე გავიტანოთ ცხლად, ბულიონი შეგვიძლია მივიტანოთ ცალკე.
|