ჰენესის კონიაკები
თავდაპირველად
ის მაურის ჰენესიმ უძველესი ო-დე-ვიებისგან დაამზადა და მხოლოდ საკუთარი ოჯახისთვის და მეგობრებისთვის იყო განკუთვნილი.
HENNESSY XO, რომელიც
ჰენესის კონიაკების ტრადიცების საუკეთესო გამოხატულებაა.
XO მზადდება
ასზე მეტი ო-დე-ვისგან, რომლებიც დამზადებულია ოთხ პრემიუმ კრუზე მოყვანილი მოსავლით. ამ სასმელში გამოყენებული ზოგიერთი ო-დე-ვი საუკუნის დასაწყისიდან ძველდება ჰენესის სარდაფებში. მდიდარი და მრავალფეროვანი
XO მუხისა
და ტყავის მკვეთრ არომატსა და ყვავილებისა და მწიფე ხილის ესენციებს შეიცავს.
HENNESSY VS ღია ოქროსფერია.
მის ძლიერ არომატს მუხის გავლენა აქვს და თხილის გემო დაჰყვება. რბილ და მცენარეულ არომატში შეზავებულია წითელი ხილის სიტკბო და ვანილის მსუბუქი სურნელი.
HENNESSY XO ჭეშმარიტი სიამოვნებაა - შესანიშნავი გემოთი და ზაფხულის
საღამოს გრილი ნიავით ტკბობის სიამოვნება. XO
- განსაკუთრებული
კონიაკი განსაკუთრებული მომენტებისთვის.
HENNESSY V.S.O.P.
1817 წელს ინგლისის მომავალმა მეფემ, ჯორჯ IV ჰენესის თხოვა, მისთვის დაემზადებინა ”უმაღლესი ხარისხის, მრავალწლიანი დაძველებისა და მკრთალი
ფერის კონიაკი.” XIX საუკუნის ბოლოს HENNESSY
VSOP მყარად
იმკვიდრებს
ადგილს კეთილშობილ სასმელებს შორის. ჰენესის ეს კონიაკი დახვეწილი და პიკანტური ბრენდია.
აქვე
წარმოგიდგენთ
დამაარსებლის
პატივსაცემად
შექმნილ
RICHARD HENNESSY-ს,
რომელიც კონიაკის ავტორიტეტულ მცოდნეთა ბრწყინვალე კოლექციას ამშვენებს. უსაზღვრო შესაძლებლობებისა
და კარგად შეკრული, სრულყოფილად დაბალანსებული არომატის მქონე, დაძველებული და ამავდროულად მუდამ ახალგაზრდა კონიაკი ჰენესის ნადვილ არსს წარმოაჩენს.
1765 წელს რიჩარდ ჰენესიმ დაიწყო ყველა ძვირფასი ო-დე-ვიების კოლექციის შეგროვება. მას შემდეგ ჰენესის ოჯახის რვა თაობა საკუთარ წვლილს მატებს ამ კოლექციას. სწორედ ამ კოლექციიდან დამზადდა დამფუძნებლის პატივსაცემად
RICHARD HENNESSY.
ვანილმა,
სუნელებმა,
წიწაკამ და კეთილსურნელოვანმა
ყვავილებმა
მრავალი წლის განმავლობაში შექმნეს კარგად დაბალანსებული და მრავალფეროვანი არომატის უსაზღვროდ დახვეწილი სასმელი.
დაბოლოს,
HENNESSY VS (VERY SPECIAL) მთელს მსოფლიოში ავტორიტეტული კონიაკია. ეს კონიაკი
საუკუნეზე
მეტია ჰენესის სტილს ასახავს და მცოდნეებშიც დიდი პოპულარობა მოიპოვა სიმაგრისა და ელენგატურობის სრულყოფილი ბალანსის მეშვეობით. მისი მრავალფეროვანი ბუნება "სრულიად განსაკუთრებულ"
შეგრძნებებს
უტოვებს მოყვარულთ.
წყარო:
avtoradio.ge
|