ჰეინეკენი
მსოფლიოს
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუდის ბრენდი ”ჰეინეკენი” 1864
წელს ჰერარდ ჰეინეკენმა გამოუშვა. ბოლო 140 წლის განმავლობაში, ჰეინეკენის გვარის სამმა თაობამ შეძლო, რომ საქმე მსოფლიო სიმაღლეებამდეაეყვანათ
და ლუდი "ჰეინეკენი” მსოფლიო ბრენდი გამხდარიყო. სწორედ ჰერარდ და ჰენრი ჰეინეკენების დამსახურებაა ის, რომ ეს მარკა მსიფლიოში წამყვან მარკად მიიჩნევა ლუდის წარმოების თვალსაზრისით.
1864 წელს,
22 წლის ბიზნესმენმა ჰერარდ ადრიან ჰეინეკენმა ლუდის წარმოების უფლება და აქციების სრული პაკეტი შეისყიდა, რის შემდეგაც დააარსა "ჰეინეკენის ჯგუფი” და თავადვე ჩაუდგა სათავეში. 1870 წელს, საფრანგეთ-პრუსიის ომთან დაკავშირებით,
"ბავარიული”
ლუდის წარმოება შეწყდა, რამაც ხელი შეუწყო მსოფლიო ბაზარზე "ჰეინეკენის” პოპულარიზაციას.
თავდაპირველად
ლუდის სახელწოდება
"ჰეისტაკი”
იყო, მოგვიანებით კი უკვე დღეისათვის ცნობილი სახელი ეწოდა. მომდევნო წლების განმავლობაში ჰერარდმა "ჰეინეკენის” ქარხანა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ლუდის ქარხანად გადააკეთა და მისი დისტრიბუცია მთელს მსოფლიოში გახადა შესაძლებელი.
1880 წელს,
საფრანგეთის
ყოველწლიურ
გამოფენაზე,
”ჰეინეკენმა”
ოქროს მედალი მიიღო და წლის სასმელადაც დასახელდა. სულ რამდენიმე წლის შემდეგ, ჰერარდ ადრიანი შვებულებაში გავიდა და ლუდის იმპერია, შვილს, ჰენრის გადააბარა. ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება და როგორც ხედავთ, "ჰეინეკენის” იმპერიის შთამომავლები, საკმაოდ კარგად უძღვებიან წინაპრების ბიზნესს.
წყარო:
avtoradio.ge
|