ჰავანა კლუბი
მთელს
მსოფლიოში
ცნობილი ერთადერთი კუბური რომი "ჰავანა კლუბი” გახლავთ, რომელსაც კუბაში აწარმოებენ. ცნობილია, რომ შაქრის ლერწამი კანარის კუნძულებიდან კუბაში ქრისტოფერე კოლუმბმა შეიტანა. XVII საუკუნეში შაქრის ლერწმის სიროფის გამოყენება რომის პირველი სახეობების წარმოების პროცესში დაიწყეს. ასეთი რომი საკმაოდ მწარე იყო და მას მხოლოდ მეკობრეები შეექცეოდნენ. თანდათანობით, ტექნოლოგიის დახვეწის შედეგად, შეიქმნა რომი, რომელიც თანამედროვესგან
მცირედით განსხვავდებოდა.
ის იყო რბილი, სასიამოვნო და გამაგრილებელი. ძალიან მალე კუბური რომი ისეთივე პოპულარულ სასმელად იქცა, როგორც ფრანგული კონიაკი და ესპანური ბრენდი. ”ჰავანა კლუბის” ისტორია 1878 წელს დაიწყო, როცა”ჰავანა კლუბის” შემქმნელმა ხოსე არეჩაბალამ სანაპიროზე, კარდენასში სპირტის გამოსახდელი გახსნა. რომის სახელწოდება იმიტომ შეარჩიეს, რომ სიმბოლურად ორი სამყარო: ტრადიციული კუბური ფესვები და ჰავანას განუმეორებლობა გაეერთიანებინათ.
”ჰავანა კლუბის” ეტიკეტზე გამოსახულია ახალგაზრდა გილარდიელი (სევილიელი) გოგონა, რომელსაც ხელში კვერთხი უჭირავს და რომლის სატრფოც მარადიული ახალგაზრდობის საძებნელად გაეშურა, მაგრამ არ დაბრუნებულა. სწორედ ის იქცა "ჰავანას”, მოგვიანებით კი რომის ”ჰავანა კლუბის” სიმბოლოდ.
წყარო:
avtoradio.ge
|