ჰაეროვანი რულეტი
მასალა:
სგუშონი 1ც.
წყალი 0,5 ჭიქა
კვერცხი 2ც.
ვანილი
პურის ფქვილი დაახლოებით
ერთი ჭიქა
კრემისთვის:
რძე 1 3–4 ჭიქა
კვერცხი 2ც.
ფქვილი 2 ს/კ.
შაქარი 1 ჭიქა.
ქარაქი 2 ჩ/კ.
ვანილი 1ჩ/კ.
შოკოლადის მინანქარისთვის:
სგუშონი 100გრ.
შავი შოკოლადი 100გრ.
საქარი 1 ს/კ.
კარაქი 1 ჩ/კ.
ვანილი 1ც.
მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ,
დავამატოთ სგუშონი, ვანილი, წყალი და ავურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე, შემდეგ
დავამატოთ ფქვილი – ცომი უნდა გამოვიდეს ისეთი სისქის როგორიც ალადიკების ცომია.
გამოსაცხობ ფორმაზე დავდოთ პერგამონტის ქაღალდი, წავუსვათ ქარაქი, დავასხათ
მომზადებული ცომი, კოვზით მოვასწოროთ ცომის ზედაპირი და გამოვაცხოთ 180 -200*
ტემპერატურაზე 15 წუთი გამოცხობის შემდეგ ცოტა ვაცადოთ გაცივება და შემდეგ
წავუსვათ მოხარშული კრემი, გადავახვიოთ და ტავზე მოვასხათ შოკოლადის მინანქარი.
მოხარშული კრემის მომზადება:
კვერცხი ავთქვიფოთ,
დავამატოთ ფქვილი და კარგად ავურიოთ.
ცალკე ქვაბში ავადუღოთ რძე
და შაქარი და აღნიშნული მასა დავამატოთ ფქვილიან–კვერცხიან მასას, დავდგათ
გაზქურაზე და ხის ჯოხით ვურიოთ განუწყვეტლივ, მომზადებამდე. როცა მომზადდება
დავამატოთ კარაქი, ვანილი და კარგად ავურიოთ.
შოკოლადის მინანქარის
მომზადება:
სგუშონი ჩავსხათ პატარა
ქვაბში, დავამატოთ დატეხილი შოკოლადი, შაქარი და დავდგათ გაზქურაზე, ვურიოთ,
როდესაც ადუღდება გადმოვდგათ გაზქურიდან, ავურიოთ ვანილი და კარაქი.ნამცხვარს
მოვასხათ გაგრილებული ფორმით. (თუ მინანქარი ძალიან სქელი გამოვიდა შეგვიძლია
დავამატოთ რძე ან წყალი).
|