გურული (იაფოფხა)
კვერცხი ამოვიყვანოთ შაქართან ერთად, გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავუმატოთ გამერდინებული (გაცრილი) სოიოს ფქვილი და დანაყილი ნიგოზი, ისე რომ მოსქო მასა მივიღოთ. გავაცხელოთ კეცი და დავასხათ ზედ. ზემოდან დავღადროთ ცხელი მუგუზლით.