„გულები" მოხარშული ცომისგან
მასალა:
ცომი:
პურის
ფქვილი 1 ჭიქა
კვერცხი
4ც.
წყალი
1 ჭიქა
კარაქი
ან მარგარინი
80–100გრ.
მარილი
დანის წვერით.
კრემი:
კვერცხი
3ც.
შაქარი
1,5 ჩ/ჭ.
ფქვილი
6 ს/კ.
კარაქი
100გრ.
რძე
1,5ლ.
ვანილი
1ც.
მომზადება:
ქვაბში
ჩავასხათ წყალი, დავამატოთ კარაქი ან მარგარინი, მარილი, დავდგათ გაზქურაზე და ავადუღოთ, როდესაც წყალი–კარაქით ადუღდება, გადმოვდგათ გაზქურიდან, ნელ–ნელა დავუმატოთ გაცრილი ფქვილი და ინტენსიურად ვურიოთ ხის ჯოხით. კვლავ დავდგათ ცომიანი ქვაბი ნელ ცეცხლზე, ვურიოთ და ვადუღოთ ცომი, რბილი და ელასტიური მასის მიღებამდე. (ცომი ადვილად უნდა სცილდებოდეს ქვაბის გვერდებს და ძირს. შემდეგ გადმოვდგათ ქვაბი გაზქურიდან და გავაცივოთ ცომი. გაციებულ ცომში სათითაოდ ჩავახალოთ კვერცხი და კარგად ვურიოთ ერთიანი მასის მიღებამდე. როდესაც ცომი გამზადდება ჟარობაზე მოვუსვათ ზეთი და მოვათავსოთ ცომი გულის ფორმებად. (გულის ფორმებს ვაკეთებთ ტორტის მოსართავით. შეგიძლია ფორმის 2–ჯერ მოტარება რათა ნამცხვარი არ გამოვიდეს დაბალი). გამოვაცხოთ გაცხელებულ აირღუმელში
160–180*–ზე
30–40 წუთის
განმავლობაში.
გამოცხობის
შემდეგ გულები გავაცივოთ და გავყოთ ორად, ერთ ნაწილს წავუსვათ კრემი მეორე კი დავაფაროთ თავზე, მოვასხათ კრემი და გავაფორმოთ მარწყვით. (სურვილისამებრ შეგვიძლია მარწყვი მოვათავსოთ ნამცხვრის შიგნითაც).
კრემის
მომზადება:
კვერცხის
გულისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლი–მოგლი, დავამატოთ ფქვილი, ადურებული რძე და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. დუღილისას კრემს ვურევთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. შემდეგ გადმოვდგათ გაზქურიდან, დავუმატოთ მიქსერით ათქვეფილი კარაქი, ვანილი და კვლავ ავთქვიფოთ.
|