გროგი
ზღვაში
ხანგრძლივი
გასვლის დროს ადამიანებს ყოველთვის თან მიჰქონდათ რაიმე სასმელი. ძირითადად, ეს წყალი და ლუდი იყო. იმის გამო, რომ წყლის შენახვის მეთოდებს არ იცნობდნენ, მას კასრებში ასხამდნენ. როგორც წესი, ეს კასრები პორტში შესვლის დროს ივსებოდა. ასეთივე სურათი იყო ლუდთან დაკავშირებით. ხანგრძლივი მოგზაურობის დროს წყალი და ლუდი ფერს იცვლიდა და ცუდი დასალევი ხდებოდა. იმისთვის, რომ ასეთი წყლის დალევა შესაძლებელი ყოფილიყო, მასში ცოტაოდენ ლუდს ან ღვინოს ამატებდნენ. გროგის შექმნა ვიცე-ადმირალ უილიამ პენის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც პენსილვანია დააარსა. 1655 წელს პენი ბარბადოსში ჩავიდა და იამაიკა დაიპყრო. სამწუხაროდ, იმ დროს, წყლისა და ლუდის მარაგი უკვე შემოლეული ჰქონდათ, თუმცა იამაიკაში ჰქონდათ რომი და ვიცე-ადმირალმა ის თავის რაციონში შეიტანა. ვერნენის პერიოდში გემბანზე მეზღვაურებისთვის
გაუზავებელი
რომის მიწოდება მიღებული იყო, ხოლო სიმთვრალეს ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. 1740 წლის 21 აგვისტოს ვერნენმა მიიღო კანონი რომის წყლით გაზავების შესახებ. მეზღვაურებს რომი დღის განმავლობაში ორჯერ უნდა დაელიათ, ერთი დილით 10-დან 12 საათამდე, ხოლო მეორე საღამოს 4-დან 6 საათამდე. იმისთვის, რომ სასმელს უფრო სასიამოვნო გემო ჰქონოდა, მასში შაქარსა და ლიმნის წვენს ამატებდნენ. დღეისათვის გროგი საკმაოდ ცნობილი ცხელი სასმელია. მას მაგარი ალკოჰოლური სასმელების, სიროფისა და ლიქიორისგან ამზადებენ. ამის შემდეგ გროგში ცხელ წყალს ან ჩაის ამატებენ, ხოლო არომატისთვის მასში ლიმნის ნაჭერს აგდებენ.
გთავაზობთ
ამ სასმელის რამდენიმე რეცეპტს:
გროგი
სილტერი
(SYLTER GROG)
შემადგენლობა:
100 მლ წყალი,
50 მლ მუქი რომი, ნახევარი ლიმნის წვენი, 1 სუფრის კოვზი თაფლი.
მომზადების
წესი: გააცხელეთ წყალი და ჩაამატეთ მასში რომი, ლიმნის წვენი და თაფლი. კარგად ურიეთ ვიდრე თაფლი არ გაიხსნება.
არომატული
გროგი
(HELGOLANDER GROG)
შემადგენლობა:
60 მლ წითელი
ღვინო, 40
მლ მუქი რომი, 40 მლ წყალი, შაქარი გემოვნებით, 1 ნაჭერი ლიმონი გასაფორმებლად.
წითელი
ღვინო რომითა და წყლით გააზავეთ. დადგით ქურაზე, მაგრამ არ აადუღოთ. ჭიქაში მოათავსეთ შაქრის ნატეხი, დაასხით გროგი და გააფორმეთ ლიმნით.
თაფლის
გროგი
შემადგენლობა:
50 მლ კონიაკი, 2 ჩაის კოვზი თაფლი, 100 მლ ცხელი, მაგარი ჩაი, ლიმნის ნაჭერი. ცხელ
ჩაიში ჩაასხით კონიაკი და დაამატეთ თაფლი, ურიეთ, ვიდრე თაფლი კარგად არ გაიხსნება. შემდეგ ჩაასხით ჭიქაში და მიირთვით.
წყარო:
avtoradio.ge
|