გრანდი და მისი შვილები
შოტლანდიური
ვისკი
"გლენფიდიჩი”
პირველად
1886 წელს,
უილიამ გრანდმა გამოუშვა. თუმცა ამით სასმელის სერიული წარმოება არ დაწყებულა. უილიამმა უბრალოდ ოჯახისთვის დაამზადა ვისკი, თუმცა მომდევნო წლებში, გადაწყვიტა, ბიზნესი დაეწყო და სასმელის წარმოებისთვის საჭირო თანხის შეგროვებას მიჰყო ხელი. მას საკმაო დრო დასჭირდა დასახული მიზნის განსახორციელებლად.
გრანდმა თავის საქმეში შვილები ჩართო და კომპანიას
"გრანდი
და შვილები” უწოდა. 1960 და 70-იან წლებში, ვისკის განსაკუთრებული პოპულარობა ხვდა წილად, რადგან იმ დროს ფაქტობრივად სასმელის წარმოება თითქმის შეჩერებული იყო. მომდევნო წლებში გრანდმა დიდი სარეკლამო კამპანია დაიწყო და მისი ბრენდი შოტლანდიისა და ინგლისის თითქმის ყველა ბარსა თუ რესტორანში იყიდებოდა. ცოტა ხანში კი, ვისკი გამოერჩეული შეფუთვით გამოდიოდა, რამაც გარკვეულწილად იმოქმედა მის პოპულარიზაციაზე.
მოგვიანებით,
კომპანია
"გრანდი
და შვილები” შოტლანდიაში ყველაზე დიდ და წარმატებულ კომპანიად მიიჩნეოდა.
"გლენფიდიჩი”
1980-იან წლებში მსოფლიო ბესტსელერადაც იყო აღიარებული. დღესაც ეს სასმელი მსოფლიოს 180 ქვეყანაში საკმაოდ წარმატებულად იყიდება.
წყარო:
avtoradio.ge
|