გოგრის ზაპეკანკა
მასალა:
ცომი:
500გრ. ხაჭო
3-4ც. კვერცხი
4 ს/კ. მანანის ბურღული
3/4 ჩ/ჭ.შაქარი
1,5 ჩ/კ. გამაფხვიერებელი
ვანილი გემოვნებით
გოგრის გულსართი:
400–500გრ. გოგრა (მოთუშული,ან მოხარშული)
5-6 ს/კ. შაქარი
4–5 ს/კ. ქიშმიში
4 ს/კ. მანანის ფურღული.
მომზადება:
ცომის მომზადება:
კვერცხები ავთქვიფოთ შაქართან ერთად და დავამატოთ დანარჩენი
ინგრიდიენტები. მოვზილოთ ნაზი ცომი.
გოგრის გულსართი:
გოგრა დავაბლენდეროთ. კვერცხი გავთქვიფოთ+შაქარი და დავამატოთ
დანარჩენი ინგრიდიენტები+გოგრა. ფორმას წავუსვათ კარაქი სქლად და მოვაყაროთ
მანანის ბურღული 1 ს/კ. დავასხათ ცომის ნაწილი,ზემოდან გოგრის გულსართი,ისევ
ცომი,მერე გულსართი და თხლად გადავუსვათ მორჩენილი ცომი. შევდგათ გამოსაცხობათ 180
გრადუსზე 1,2 საათით. გავაგრილოთ ყალიბში.ზემოდან დავაცრათ შაქრის პუდრი.
|