გოგრა თაფლით, შინდით და ნიგვზით
მასალა:
გოგრა 500გრ.
შინდი 1 ჭიქა
ნიგოზი 1 ჭიქა
თაფლი 2 ს/კ.
შაქრის ფხვნილი 2 ს/კ.
მომზადება:
გოგრა გავასუფთავოთ კანისგან და დავჭრათ პატარა კუბილებად, ჩავყაროთ
ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.მოხარშუვის შემდეგ გადავწუროთ წყალი. შინდს
დავასხათ წყალი და მოვხარშოთ, შემდეგ ამოვიღოთ დუშლაგზე, გავაცივოთ და
გავცხრილოთ.შევურიოთ დაჭრილ გოგრას. თაფლი გავხსნათ 3/4 ჭიქა ცხელ წყალში,
დავამატოთ გატარებული ნიგოზი და ავურიოთ
გოგრიან–შინდიან მასას. სუფრაზე მივიტანოთ ცივად, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი.
|