გოჭი, გატენილი თავის შიგნეულობით
მასალა:
ერთი გოჭი და მისი შიგნეული
ხახვი 2 თავი
ერბო 3 ს/კ. კოვზი
მარილი 2 ს/კ. კოვზი
სანელებელი 10 მარცვალი
მომზადება:
ახალდაკლული და გარედან გასუფთავებული გოჭი გაწმინდეთ, გარეცხეთ,
წაუსვით მარილი. შიგნეული კარგად გარეცხეთ. წელები გადააბრუნეთ და ისევ გარეცხეთ.
დიდი ხნის მანძილზე რეცხეთ, სანამ ბოლომდე არ გაასუფთავებთ. შემდეგ, ეს გარეცხილი შიგნეული მოხარშეთ, და
დაჭერით წვრილად. ორი თავი ხახვი ტაფაზე მოხრაკეთ სამ სუფრის კოვზ ერბოში, ტაფაზე
ასევე ნაწილ–ნაწილ, ანდა ერთად (თუკი შიგნეულია ცოტა, ან ტაფაა ძალიან დიდი) დაყარეთ მოხარშული შიგნეული, მოაყარეთ წმინდად
დანაყილი ათი მარცვალი სანელებელი, (ქინძი) ერთი კოვზი მარილი და კარგათ
მოშუშეთ. ასე მომზადებული სატენით გატენეთ
გოჭის შიგანი, მუცელი ამოუკერეთ, დიდ შამფურზე წამოაცვით და შეწვით.
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: ოჯალეში, ხვანჭკარა.
|